ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში შინაგან საქმეთა მაღალჩინოსნებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავენ. აღმკვეთი ღონისძიება დაკავებულ პირებს ერთდროულად შეეფარდებათ. შეგახსენებთ, დაკავებული არიან სოდ-ისა და კუდ-ის მაღალჩინოსნები, მათ შორის კუდ-ის უფროსი ლევან ქარდავა, მისი მოადგილე ვახტანგ ბოჭორიშვილი, პირველი მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ყავლაშვილი და კიდევ რამდენიმე სამმართველოს ხელმძღვანელი. გამოძიება სხვადასხვა სახის დანაშაულთა ჩადენის ფაქტებზე მიმდინარეობს. ბოლო ინფორმაციით საქალაქო სასამართლოდან გვანცა პაპავაძე გვიერთდება.