თიბისი ბანკი უფლებადამცველთა ბრალდებას პასუხობს. საუბარია არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა ასოციაციაზე", რომელიც გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილსა და „თიბისი ბანკს" ანზორ ქოქოლაძისთვის კომპანია „ელიტელექტრონიქსის" უკანონო ჩამორთმევაში ადანაშაულებს. საპასუხოდ ბანკი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით, კომპანია „ელიტელექტრონიქსის" აქციათა 55 პროცენტი ქოქოლაძემ „თიბისი ბანკში" 15 მილიონ ლარად დააგირავა, თუმცა მისი გადახდა ვერ შეძლო. „თიბისიში" აცხადებენ, რომ ბანკი 9 თვის განმავლობაში რეაბილიტაციის რეჟიმში კომპანიის მდგომარეობიდან გამოყვანასცდილობდა, თუმცა კლიენტი გადახდისუუნარო აღმოჩნდა. შედეგად 2010 წელს სასამართლოს გადაწყვეტილებით აქციათა 55 პროცენტი „თიბისის" საუთრებაში გადავიდა. ბანკის განმარტებით, ვალები ჯამურად ქონების ღირებულებას 4-ჯერ აღემატებოდა. მოგვიანებით კი „თიბისი ბანკმა" ელიტელექტრონიქსი უცხოურ კომპანია „რიმაგი და თრაკლინზე" გაასხვისა. „თიბისიში"ამტკიცებენ, რომ ამ ოპოერაციის შედეგად ბანკმა რამდენიმე მილიონით იზარალა.