როგორ აღწევდა კუდი უცხო ადამიანის კომპიუტერში და როგორ აზიანებდნენ ტექნიკას საბაჟოზე - ცოტა ხნის წინ პროკურატურამ 2 დაკავებული მაღალჩინოსნის ჩვენებები გამოაქვეყნა. ესენია კუდის პირველი მთავარი სამმართველოს უფროსის და სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის ჩვენებები. და რას ჰყვებიან გიორგი ყავლაშვილი და ბექა კვარაცხელია. კვარაცხელია დეტალურად იხსენებს, როგორ დაავალა კუდის უფროსის მოადგილე ვაჟა ლილუაშვილმა 2008 წელს სპეციალური კომპიუტერული პროგრამის შექმნა, რომლითაც პოლიტიკურ პარტიებზე ფარულ ინფორმაციას მიიღებდნენ. სწორედ ამ პროგრამით აკონტროლებდნენ ქართული ოცნების ლიდერებსაც. დაკავებული განმარტავს, რა გზებით აღწევდნენ უცხო პირის კომპიუტერში, როგორ ხედავდნენ ეკრანს, როგორ ისმენდნენ ოთახში მიმდინარე საუბრებს და რა მეთოდებით აკოპირებდნენ მიღებულ ინფორმაციას. კვარაცხელიას მონაყოლიდან ირკვევა, რომ იუთუბზე კოალიციის ლიდერთა ფარული ჩანაწერების ნაწილი შოთა ხიზანიშვილის დავალებით სწორედ მან გაავრცელა. ლილუაშვილს ახსენებს კიდევ ერთი დაკავებული-საკუთარ ჩვენებაში ყავლაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ კუდის უფროსის მოადგილე ვაჟა ლილუაშვილისგან დავალება მიიღო. დავალების მიხედვით, უნდა დაზიანებულიყო ყველა ის ტვირთი, რომელიც საბაჟოზე ივანიშვილთან ან ქართუსთან დაკავშირებულ ფირმებს შემოჰქონდათ.