ბაჩო ოდიშარია:  რუსთავი-2-ში კვლავ მიშას და გვარამიას აჩრდილი დგას შტურვალთან (ვიდეო)

ბაჩო ოდიშარია: რუსთავი-2-ში კვლავ მიშას და გვარამიას აჩრდილი დგას შტურვალთან (ვიდეო)

„სტრასბურგის გადაწყვეტილება აღსრულდა ყველგან, საერთაშორისო დონეზე, სახელმწიფო დონეზე, სამართლებრივ დონეზე, მაგრამ არა თავად რუსთავი ორში და მის მენეჯმენტსა თუ ნიუსრუმში. თუ სტრასბურგმა გაიტანა მიშა და გვარამია რუსთავი ორიდან, ეს ვერ მოახერხა ქიბარ ხალვაშმა და მისმა გუნდმა. რუსთავი 2-ი კვცლავ მიშას და გვარამიას აჩრდილი დგას შტურვალთან" - ამბობს კინოკრიტიკოსი ბაჩო ოდიშარია ტელეკომპანია POSTV-ის ბლოგში.

მისი თქმით, სანამ რუსთავი-2 ლიბერალურ ცენზურას ექვემდებარება, იქამდე მას ნაცები მართავენ.

„დიდი პატივია მათთვის ახლა რა შედარებასაც გავაკეთებ, მაგრამ როგორც მავზოლეუმიდან ვერ ბედავენ ლენინის გაყვანას და მის დამარხვას, ისევე ვერ გაიტანეს რუსთავი ორიდან მიშა და გვარამია. სანამ ლიბერალურ ცენზურას ექვემდებარება რუსთავი ორი, იქამდე მას ნაცები მართავენ. არცერთ მედიას და განსაკუთრებით რუსთავი 2-ს არ აქვს ნაცებისგან დაგოიმების, მათგან დაშნტაჟების უფლება, რადგან საკმარისად დიდი დრო გაატარა ამ მდგომარეობაში, მათ იდეურ ტყვეობაში, საკმარისად დიდიხანი ემსახურა მათი მოდელირებული, ყალბი რეალობის გაშუქებას.

ჩვენ დეოკუპაციასთან ბრძოლის ორი ფრონტი გვაქვს. პირველი ესაა ფიზიკური ოკუპირებული ზონები, საიდანაც უნდა გავყაროთ რუსები, მეორე ბრძოლის ფრონტი კი ჩვენ გონებაშია, საიდანაც ნაციონალური მოძრაობა და მის მიერ გამოგონილი დისკურსები უნდა ამოვძირკვოთ. როდესაც ეს მენტალური დეოკუპაცია მოხდება, როდესაც ნაცებს რუსთავი2-დან, ჩვენი გონებიდან, ყოველდღიურობიდან გავიტანთ, როდესაც მმართველ პარტიაში, კახეთის თუ ქუთაისის მერი არ დაშანტაჟდება ლიბერალური ბულინგით და ნაცების შიშით არ გამოაცხადებს, რომ ნაძვის ხეს არ აანთებს, მაშინ გაჩნდება იმის რეალური შესაძლებლობაც, რომ ის მავთულხლართი არა არხის ლოგოს, არამედ ახალგორის ადმინისტრაციულ საზღვარს მოშორდეს.

ლიბერალური ცენზურა რეალურად მხოლოდ ელიტებზე მოქმედებს და მას მხოლოდ საჯარო სივრცის აქტორები ექვემდებარებიან, ჩვეულებრივ ხალხთან ეს ნაცური შანტაჟი ვერ ხორციელდება. მათ შორის, ლიბერალური ცენზურა გავლენას ახდენს ქართული ოცნების ელიტაზე, რომელის ზოგიერთმა წევრმაც, მაგალითად სულ ახლახანს, ტრაგიკული შემთხვევის, არასრულწლოვანის თვითმკვლელობის ფონზე, ნაცების მიერ მოწყობილი შანტაჟის და ზეწოლის გამო თქვა, რომ ახალ წელს ნაძვის ხეს არ ავანთებო. მიშას ახალი ლოზუნგი ხომ გახსოვთ, საქართველოში უნდა გათენდესო, ნაცების რეალური მოტივაცია ისაა, რომ საქართველოში დაბნელდეს და ქვეყანა ნიჰილიზმში გადავარდეს. ხალხს ისინი ვერ მოატყუებენ, ხალხმა კარგად იცის ვისთან აქვს საქმე, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მათი შანტაჟისგან ქართული ოცნებაც ხშირად გოიმდება ხოლმე, ისევე, როგორც დაგოიმდა რუსთავი ორი. მმართველ პარტიას მართებს არასოდეს აყვეს ნაციონალური მოძრაობის შემოგდებულ ნარატივებს და მითუმეტეს ფეისბუქზე მიმდინარე ლიბერალურ თამაშებს, რომელიც არასოდეს დგას ხალხის ინტერესებზე და მხოლდო გამოხატავს მცირე ლიბერალურ ჯგუფებს.

ნაცების სამოქმედო სტრატეგიაა ისტერიკა, ყველა აბსურდულ მოვლენაზე პანიკური შეტევები, ცრუ საპროტეტსო მუხტის შექმნა, არარსებული უსამართლობის წინააღმდეგ გალაშქრება, მოკლედ, ქარის წისქვილების მოგონება და მათ წინააღმდეგ მოჩვენებითი ბრძოლა. ეს საპროტეტსო ისტერია თუ ფსიქიატრიული დაკვირვების და კვლევის საგანი არაა, სხვა რა შეიძლება ამას ვუწოდოთ, უკვე ძნელი სათქმელია" - ამბობს ბაჩო ოდიშარია.

როგორც კინოკრიტიკოსი აღნიშნავს, ლიბერალური ცენზურა ქართულ რეალობაში ყველაზე თვალშისაცემად ფეისბუქ სივრცეში ხორციელდება, რაც გულისხმობს ყველაფერი იმის ხმაურიანად და ისტერიულად დაგმობას, რაც ლიბერალურ ყურს და თვალს არ მოწონს. ეს ცენზურა უმეტეს წილად ხორციელდება ნული არგუმენტაციით, საერთო კონტექსტის, ფაქტების უარყოფით, მხოლოდ ლანძღვაზე დაყვანით და სალანძღავი სუბიექტის დემორალიზაციის მცდელობით. მსგავსი ტაქტიკის მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს, ადამიანთა ჯგუფებს, ორგანიზაციებს თუ მიზანში ამოღბულ ნებისმიერი ტიპის ობიექტს, ვინც ლიბერალური თვალისთვის არ მოსაწონ პოზიციას თუ ჟესტს ღიად აფიქსირებს, ჩაუხშონ ხმა, მარტივად რომ ვთქვათ, დააშანტაჟონ, რომ აი, თუ შენ კიდევ გააგრძელებ ჩვენთვის არ მოსაწონი ნარატივების გაჟღერებას, დაუყოვნებლივ დავიწყებთ ჯგუფურ ლანძღვას და დამუნათებას.

„გუშინ ასეთი მოვლენა დაფიქსირდა: არხის საახალწლო შეფუთვაში, რუსთავი-2-მა თავის ლოგოს მავთულხლართი მოაშორა და დატოვა მხოლოდ თოვლიანი, ბრჭყვიალა, მოკლედ, საახალწლო ესთეტიკის მატარებელი ვიზუალით. ამას დაუყოვნებლივ მოყვა ლიბერალებად პოზიციონირებული სუბიექტებისგან დიდი დამუნათების ტალღა. განსაკუთრებული მგზნებარებით აღშფოთებას გამოხატავდნენ ნაცები და მათი მხარდამჭერები. რამდენიმე საათში, მავთულხლართი ლოგოზე უკან დაბრუნდა, ლიბერალურმა შანტაჟმა გაიმარჯვა.

გადავხედოთ რუსთავი-2-ის ლოგოს ბრენდინგს 2008 წლიდან დღემდე. ასე გამოიყურებოდა რუსთავი ორის ლოგო იმ წელს, როდესაც მოხდა ოკუპაცია; მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად იყო აქტუალური მავთულხლართები, მაშინ, როდესაც ნიკა გვარამია და შესაბამისად ნაციონალური მოძრაობა მართავდა და აკონტროლებდა ტელევიზიას. მავთულხლართები არხის ლოგოზე მხოლოდ წელს, 2019 წლის ზაფხულში გამოჩნდა, ეს იყო ერთგვარი გამოსამშვიდობებელი ნაღმი, რომელიც გვარამიამ ნაცების მიერ მიტაცებულ, მათ მიერ ოკუპირებულ ტელეარხზე დატოვა, რადგან ნებისმიერ გარემოებაში თუ ეს მავთულხლართი ლოგოს მოშორდებოდა, მათ ექნებოდათ საფუძველი აეწიათ ყოვლად აბსურდული და ისტერიული გმინვა იმის თაობაზე, რომ აი, ოკუპაციას გვიკანონებენ ამ ქმედებითო. 

მავთულხლართები, რომელიც არის 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგი და რომლის ლოგოზე დაპრინტვაც ტელევიზიიდან წამოსვლის ბოლო წუთამდე არასოდეს გახსენებიათ ნაცებს, სწორედ იმ ადამიანებს, ვინც ხელი მოაწერა დოკუმენტს, სადაც ნათქვამია, საქართველომ დაიწყო საომარი მოქმედებებიო, მათ, ვინც ხელი შეუწყო რუსეთის მიერ ჩვენს ანექსიას, ვინც ითამაშა დამპყრობლის ინტერესებში, შემდეგ კი წაგებული ომი უტიფრად გვაზეიმა, ახლა პატრიოტული მგზნებარებით აპროტესტებენ საახალწლო გადაფუთვის შედეგად არხის ლოგოდან მავთულხლართის გაქრობას.

ოკუპაცია რუსეთის და ნაციონალური მოძრაობის საერთო მემკვიდრეობაა, რომელსაც დღეს ვიმკით. გავიხსენოთ 2007 წელი, როდესაც მაშინდელმა მთავრობამ, თავისი ინფანტილიზმით თუ ღალატით, მხარი დაუჭირა სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული ადმინისტრაციის ფორმირებას, ამისთვის გამოიყენა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი დიმიტრი სანაკოევი. საბოლოოდ კი უკანონო, არალეგიტიმური არჩვენების მხარდაჭერით, რუსეთს მისცა  ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიების მიტაცების საშუალება. ახალგორი, რომელიც არასოდეს იყო კონფლიქტის ზონაში და სადაც რუსეთის ჯარები არ მდგარან, სააკაშვილის პოლიტიკის შედეგად სასაზღვრო ტერიტორიად იქცა. როგორც გუბაზ სანიკიძე ამბობდა, რომელიც ახლა მიშას ერთგული ფინია გახდა, რა ტერიტორიაც მოუზომა სააკაშვილმა, იქ გაავლეს რუსებმა მავთულხლართები.

სანაკოევი თავისი არსით, იყო ნაცების მიერ შექმნილი სეპარატიზმის სიმულაკრი. და ჩვენ ვიცით როგორ უყვარდათ და უყვართ ერთგვარი ფეტიშისტური ვნებით ნაცებს მოდელირებული, კონტროლირებადი, ფრაგმენტებად დაყოფილი სიმართლე და რეალობის უზურპაცია ყველა სფეროში. როგორც მაგალითად ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა და გიორგი თარგამაძე იყო კონტროლირებადი, რეალური ოპოზიციის ჩამანაცვლებელი ფსევდო ოპოზიცია, სანაკოევი იყო მაშინდელი სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი კოკოითის, ანუ სეპარატისტის  ფალსიფიკაცია. ანუ თარგამაძე - სატელუტი ოპოზიცია, სანაკოევი - სატელიტი სეპარატისტი. ნაცების გენეტიკური კოდია რეალობის გაყალბება, სიმართლეზე ძალადობის დაუოკებელი ვნება. როგორც სარუმანი ქმნის ბეჭდების მბრძანებელში თავის ორკების არმიას, ისე ქმნიდნენ საკუთარ მორჩილ მებრძოლ ორკებს, იქნებოდა ეს მედიის, ოპოზიციის, სეპარატიზმის თუ სხვა ფორმით.

ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მიშა და ნაციონალური მოძრაობა საქართველოს ისე მართავდნენ, როგორც რაიმე სტრატეგიულ თამაშს, როგორც მაინკრაფტს, გვაჯერებდნენ არარსებული, სიმულაციური სიტუაციების, ადმიანების, ჯგუფების არსებობას ყველა პროპაგანდისტული ხერხით. ამ შემთხვევაში გავიხსენოთ თუნდაც ლექს სენის სახელდახელოდ შექმნილი სიმღერა და კლიპი კოკოითი ფანდარასტ. ნიშნებით და სიმბოლოებით თამაში სხვათაშორის ყოველთვის იყო მათი ძლიერი მხარე. მაგრამ მათი დანაშაულებრივი ინფანტილიზმი და სახელმწიფო სუვერენიტეტით სახლობანას თამაში ძვირად დაგვიჯდა ერს. ამის ფონზე კი რამდენად ბინძური აბსურდია, რომ ტერიტორიების დამკარგველი ნაცები ქმნიდნენ დღეს ანტიოკუპაციურ მოძრაობებს.

ტრიერის ბოლო ფილმში, სახლი რომელიც ჯეკმა ააშენა, ტიტულოვანი პერსონაჟი საუბრობს სიმბოლოების, იკონების მნიშვნელობაზე და იხსენებს ნაცისტური გერმანიის ბომბდამშენ თვითმფრინავს, რომელსაც პატარა პროპელერები ქონდა ფრთებთან დამაგრებული, რაც დაბომბვამდე, სირენის მაგვარ ხმას გამოცემდა, და ფიზიკურის პარალელურად, მასზე მასშტაბურ და შესაძლოა უფრო დამანგრეველ, ფსიქოლოგიურ ტერორს უწყობდა მოსახლეობას. ასეთივე პერვერსიული დატვირთვა მიანიჭეს სტრასბურგის გადაწყვეტილების აღსრულებამდე არხის ლოგოზე დატანებულ მავთულხლართს გვარამიამ და ნაცებმა, რათა შემდგომში ფსიქოლოგიური ტერორისთვის, შანტაჟისთვის გამოეყენებინათ ის.

ყველაზე სამარცხვინო და ტრაგიკული კი ისაა, რომ ამ ლიბერალური ცენზურის და ფსევდოპატრიოტული ვნებების შტურმში დაგოიმდა რუსთავი ორი, მისი ტოპ მენეჯმენტი, რომლებიც აკანკალდნენ იმის წარმოდგენაზე, როგორი სამსჯავრო შეიძლებოდა მოეწყოთ მათთვის ფეისბუქ სივრცეში ნაცების წაქეზებულ ლიბერალებს, რომლებიც ლოგოდან მავთულხლართის მოხსნას გადათარგმნიდნენ, როგორც ოკუპაციის მხარდაჭერას. რუსთავი ორის ტოპ მენეჯმენტს ისევე ეშინია მათი ტელევიზიის ოკუპანტი გვარამიას და სააკაშვილის, როგორც, აი წარმოიდგინეთ, სამხრეთ ოსეთის დეოკუპაციას როდესაც მოვახდენთ, იქაურ მაცხოვრებლებს რომ ისევ კოკოითის შეეშინდეთ და ისევ კოკოითის დაკრულზე იცეკვონ" - ამბობს ბაჩო ოდიშარია.

thrgg@yahoo.com კარგად წაიკითხეთ ყველამ ამ ნიჭიერი ახალგაზრდის სტატია, მსგავსი რეალობის ამსახველი ნააზრევი ჯერ არსად არ შემხვედრია, ღმერთმა გაგიმარჯოს ბატონო ბაჩო და იქნებ თქვენმა ლოგიკურად ახსნილმა რეალურმა ვითარებამ გამოიყვანოს ხალხი იმ ჰიპნოზური პათოლოგიიდან, რაშიც ნაცსექტა ამყოფებს დღეს ჩვენს საზოგადოებას, ღმერთმა ხელი მოგიმართოს ბაჩო...
4 წლის უკან
amo რომ წაიკითხო და გაანალიზო დონე უნდა გქონდეს, დონე.
4 წლის უკან