პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ იაშვილის კლინიკაში მყოფი პატარა პაციენტები მოინახულა და მათ შობა-ახალი წელი მიულოცა. თალაკვაძემ ბავშვებს საჩუქრები გადასცა.
„მინდა ყველა ბავშვს მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი და ვუსურვო ჯანმრთელობა, სიხარული და კეთილდღეობა“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.