ფანჯიკიძის კომენტარი (video)

ფანჯიკიძის კომენტარი (video)

მეორე დღეა საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიაში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. ბერლინში ფანჯიკიძე გერმანელ კოლეგას შეხვდა. მინისტრებს შორის საუბარი დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კი მინისტრებმა გაფართოებული შემადგენლობით ვახშამზე განიხილეს. შეხვედრის შემდეგ გუიდო ვესტერველემ ქართველი კოლეგა პირადად გააცილა. პირველი შეხვედრა ფანჯიკიძემ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ანგელა მერკელის მრჩეველთან გამართა. ყველა ოფიციალურ შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი საქართველო-გერმანიის ურთიერთობებია. ასევე, საქართველოს ევროინტეგრაცია და გერმანიის როლი ამ მიმართულებით. მინისტრმა გერმანელ კოლეგასთან საქართველო-რუსეთის ურთიერთობებიც განიხილა. შეხვედრები გაიმართა საგარეო ურთიერთობათა გერმანულ საბჭოში, სადაც მინისტრი მაია ფანჯიკიძე მოხსენებით გამოვიდა. შხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. ბოლო შეხვედრას ფანჯიკიძე კონრად ადენაუერის ფონდში გამართავს.

  •