“ეს არის უგემოვნო, ქაჯური – ნაბიჭვრობა!!!” – ვინ არის ნაც-ტროლი ფარნაოზ ჭკადუა ?! (ვიდეო)

“ეს არის უგემოვნო, ქაჯური – ნაბიჭვრობა!!!” – ვინ არის ნაც-ტროლი ფარნაოზ ჭკადუა ?! (ვიდეო)

ვინ არის ფარნაოზ ჭკადუა, რომელიც “ფეისბუქზე” ანტისამთავრობო გვერდებს მართავდა?! – იგი აქტიური “ნაციონალია” სოციალურ ქსელში, რომელიც რამდენიმე ყველაზე აქტიური გვერდის ადმინისტრატორია. –  ამის შესახებ თავად საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც 2018 წლის ერთ-ერთ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

სააკაშვილმა “ფეისბუქზე”  ვიდეომიმართვისას აღიარა, რომ სწორედ მისი მხარდაჭერები მართავდნენ იმ “ფეისბუქ”- გვერდებს, რომლებიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის ყალბ ახალ ამბებს ავრცელებდნენ. აღნიშნული გვერდების მთავარი სამიზნე ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, თავად “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი იყვნენ.

როგორც სააკაშვილმა თქვა, გურამ დონაძე იყო ავტორი ერთ-ერთი ასეთი “ფეისბუქ” – გვერდისა “რეზიდენტი სალომე”. რაც შეეხება კიდევ ერთ მსგავს გვერდს, რომელსაც “ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო” ჰქვია, რომელსაც  ენმ-სთან აფილირებული ორგანიზაცია “თავისუფალი ზონის” აქტივისიტი, ფარნაოზ ჭკადუა ხელმღვანელობდა.

“გურამ დონაძის გაკეთებული იყო ფეიჯი “რეზიდენტი სალომე”, ვიდეოები ივანიშვილის წინააღმდეგ არჩევნების დროს და ივანიშვილმა ამ არჩევნების პერიოდში გურამ დონაძის აქტივობას გასცა პასუხი”, –  ამბობდა. მიხეილ სააკაშვილმა.

“ფარნაოზ ჭკადუა არის “ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტოს” შემქმნელი. ეს არის ის სააგენტო, სადაც სრულიად უფულოდ მუშაობს ჩვენი ხალხი და ივანიშვილის რუსული სტილის, მრავალმინიონიან ფეისბუკოპერაციებს უწევდა წინააღმდეგობას.” – აცხადებდა სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის მიერ დასახელებული “ფეისბუქ” – გვერდები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის პერიოდში ხშირად ავრცელებდნენ სალომე ზურაბიშვილის მადისკრედიტებელ ამბებს, რომელთა უმრავლესობა იყო ყალბი.

მაგალითად, როგორც გვერდი “რეზიდენტი სალომე” წერდა, სალომე ზურაბიშვილი ზაზა სარალიძის დაკავებას ამართლებდა  და ამბობდა, რომ მოკლული დავით სარალიძის მამა “ჭკუას ისწავლის”. თუმცა მაშინდელ პრეზიდენტობის კანდიდატს მსგავსი რამ არასდროს უთქვამს.

“ნაციოანალების” “ფეიკ” გვერდებზე მადისკრედიტებელი კამპანია ახლაც აქტიურად გრძელდება.

მაგალითად, სოციალურ ქსელში საკმაოდ მწვავე რეაქცია მოჰყვა საზოგადოების მხრიდან, ეტლით მოსარგებლე პარლამენტარ რატი იონათამიშვილის მიმართ გამოხატულ დისკრიმინაციულ სიტყვებს, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობის” აქტივისტის ფარნაოზ ჭკადუას მიერ შექმნილ “ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო” -ზე გამოქვეყნდა

“ფეისბუქ” პოსტი შეიცავს არაეთიკურ გამონათქვამს, რომელსაც თან ერთვის რატი ონათამიშვილის ფოტოც.