უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსება ორმაგდება. ამასთან დაკავშირებით განცხადება განათლების მინისტრმა გუშინ გააკეთა. გიორგი მარგველაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტავს, რომ სწავლის გადასახადი იზრდება სახელმწიფოსთვის და არა სტუდენტისთვის. 2013 წლიდან განათლების სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებს ორჯერ მეტ თანხას გამოუყოფს. განათლების მინისტრი სახელმწიფოს მიერ სწავლის გადასახადის გაზრდას უარყოფს და აცხადებს რომ თანხების განკარგვა მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციის პრეროგატივაა, გადასახადის ზრდაში თუ კლებაში სამინისტრო არ ჩაერევა.