ვინ უთვალთვალებს მერიას. თანამშრომლები აცხადებენ, რომ გუშინ მთელი დღის განმავლობაში შენობას „ნისანის" მარკის ავტომობილიდან უთვალთვალებდნენ. მათი განცხადებით, მანქანაში ორი ადამიანი იჯდა, ისინი სპეციალური ტექნიკით იყვნენ აღჭურვილი. მერია ეცადა გარკვევას ვინ იჯდა მანქანაში, თუმცა, იქ მსხდომმა პირებმა მერიის კითხვებს პასუხი არ გასცეს და წავიდნენ. მერიამ ამ საკითხზე შსს-ს მიმართა და გადაღებული ვიდეომასალა მიაწოდა. მერია შსს-ს სთხოვს დაადგინოს მანქანაში მსხდომთა ვინაობა და გაარკვიოს რა იყო თვალთვალის მიზანი.