ხაბეიშვილი კუხიანიძეს მიუვარდა და პოლიციამ საკრებულო დაატოვებინა (ვიდეო)

ხაბეიშვილი კუხიანიძეს მიუვარდა და პოლიციამ საკრებულო დაატოვებინა (ვიდეო)

თბილისის საკრებულოს შენობაში დაძაბული სიტუაციაა. ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები  დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში აქციას მართავენ და მის გადადგომას მოითხოვენ.

„ნაციონალი“ ლევან ხაბეიშვილი საპატრულო პოლიციამ ადგილიდან უკვე გაიყვანა და როგორც პოლიციაში აცხადებენ, იგი სიტუაციას განარიდეს.

დანარჩენი აქტივისტები კვლავ კუხიანიძის კაბინეტში რჩებიან და დეპუტატის გადადგომას მოითხოვენ.

მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტებმა  დეპუტატის კაბინეტში კარავი გაშალეს და სტიკერები „სირცხვილია“ -  ყველგან გააკრეს.

 შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა საკრებულოში, ერეკლე კუხიანიძემ სიტყვიერი შურაცხყოფა  ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს მიაყენა.

ვიდეო: მთავარი არხი 

 

სოციალისტი დააპატიმრეთ ეს ექსტრემისტები, რას ელოლიავებით! ჩაუტარეთ სისხლის გენეტიკური ანალიზი, ქართული გენის კვალსაც ვერ იპოვით!
4 წლის უკან
თამაზი ეს არის მთავარი არხის დემოკრატია, მე ამათი დედ?
4 წლის უკან