ეს არის პოლიტიკური დევნა და მთელი პოლიტიკური კლასი ამ რისკის ქვეშ ვართ - ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით საქართველოში პოლიტიკოსობა დიდი საფრთხეა.
„ეს არის პოლიტიკური დევნა და მთელი პოლიტიკური კლასი ამ რისკის ქვეშ ვართ. პოლიტიკოსობა ხშირად თავისუფლებასაც ნიშნავს და ხანდახან სიკვდილ სიცოცხლესაც. ასე ჩამოყალიბდა, საქართველოში პოლიტიკოსობა უფრო მეტია ვიდრე პოლიტიკოსობა. ჩვენ შეჩვეული ვართ, მაგის არ გვეშინია. უკვე ჯანმრთელი შეჯიბრი წავიდა ვის უფრო სისხლის სამართლის საქმე ვარ. ნუ ნიკა შენ მწვერვალი ჯომოლუნგმა ხარ ამ საქმეში და ვერავინ შეგეჯიბრება“ - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ
შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პროკურატურაშია დაბარებული. მიუხედავად ამისა პოლიტიკოსი უწყებაში მისვლას არ აპირებს.
ცნობისთვის, საქმე ეხება გიგა ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს, კერძოდ, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტს