საქართველო პრემიერ--მინისტრის შეხვედრა ბელგიაში მცხოვრებ ქართველებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, შეიქმნება საინვესტიციო ფონდი, რომელიც ბიზნეს--პროექტებს განიხილავს.
„შევქმნით საინვესტიციო ფონდს, სადაც მოვიწვებთ სპეციალისტებს და განვიხილავთ ბიზნეს--პროექტებს. თუ საინტერესო ბიზნეს--პროექტის ავტორს ექნება 25%--მდე დაფინანსების საშუალება, ამ ფონდიდან დამატებით მიიღებს 75%--მდე დაფინასებას. ამას გარდა, შეიქმნება კრეატიული ჯგუფი, რომელიც იმუშავებს კრეატიული პროექტების პაკეტის შექმნაზე",--განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.