შეხვედრა ნატო-ს შტაბ ბინაში (video)

შეხვედრა ნატო-ს შტაბ ბინაში (video)

ქართული დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ნატო-ს გენერალურ მდივანს, ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდა. ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე მხარეებმა შეხვედრის შედეგები შეაჯამეს. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ქართულ დელეგაციასთან დიალოგი კონსტრუქციულად და პოზიტიურად შეაფასა. ანდერს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა, რომ საქართველო ნატო-სთვის კვლავ ერთგულ და ახლო პარტნიორად რჩება. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს წვლილს ავღანეთის ოპერაციაში. "თქვენ უკანასკნელ პერიოდში გააორმაგეთ თქვენი წვლილი ავღანეთში და უკვე შეუერთდით ნატო-ს მიერ დაგეგმილ მომდევნო, საკონსულტაციო მისიას ავღანეთში, რაც 2014 წლის შემდეგ ავღანური ჯარების გაწვრთნაზეა ორიენტირებული. თქვენ გაქვთ მისწრაფება, შეუერთდეთ ჩვენს ალიანსს. მივესალმებით თქვენს განცხადებას, რომ ახალი მთავრობა ასევე მოწადინებულია, რათა ეს მოხდეს და გარწმუნებთ, რომ ნატოსაც სურს, ახლო ურთიერთობები ჰქონდეს საქართველოსთან. ჩვენი კავშირები მტკიცეა, ჩვენი დიალოგები კი უმაღლესი რანგისაა".
ნატო ქართულ ჯარში არსებული ვითარების შესასწავლად სამუშაო ჯგუფის შექმნას საჭიროდ არ მიიჩნევს და საქართველოს ახალ მთავრობას ნდობას უცხადებს. ამის შესახებ შეხვედრის შეჯამებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

  •