იმედისა და მაესტროს კადრები, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატების დარბაზში გადაადგილება ჩანს (ვიდეო)
პარლამენტის შენობაში პოლიცია მივიდა იმის გამსოაძიებლად, თუ რა ფორმით და ვინ გაუშვა სითხე და არის თუ არა ის ჯანმრთელობისთვის საზიანო. მოკლევის შემდეგ გადაწყდება, დაიწყოს თუ არა გამოძიება.
უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ სავარაუდოდ არავინ წავიდოდა კრიმინალზე: “ეს იყო მდაბიო საქციელი, რომ გამოვეყვანეთ დეპუტატები დარბაზიდან”.
სხდომათა დარბაზში სესიის დროს დეპუტატებმა მძაფრი სუნი იგრძნეს. როგორც დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, სხდომათა დარბაზში ორი ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა და გარკვეული ნივთიერება შეიტანა.
ამასთან, დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის ინფორმაციით, მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც სხდომათა დარბაზში ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ.