პარლამენტის მანდატურებმა ჟურნალისტებს იურიდიული კომიტეტის სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.
მედიის წარმომადგენლები ცდილობენ სხდომათა დარბაზში კვლავ დაბრუნებას, თუმცა მანდატურის თანამშრომლებმა დარბაზის კარები დახურეს და ჟურნალისტებს დარბაზში არ უშვებენ.
იურიდიული კომიტეტის სხდომაზე 5-წუთიანი ტექნიკური შესვენებაა გამოცხადებული.