დანიშნა თუ არა არჩილ კბილაშვილმა პროკურატურაში მაღალ თანამდებობებზე საკუთარი კურსელები. მთავარი პროკურორი განმარტებას აკეთებს.ის ამბობს, რომ 120 კურსელიდან მხოლოდ ორის შერჩევა შეძლო და ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს, რადგან ისინი პროფესიონალები არიან. კახეთის საინფორამციო ცენტრის ინფორამციით, არჩილ კბილაშვილმა თბილისის პროკურორად, საოლქო პროკურორებად და მთავარ პროკურატურაში დეპარტამენტის უფროსებად საკუთარი კურსელები დანიშნა. ამავე სააგენტოს ცნობით, თბილისის პროკურორი თამაზ კოჭლამაზიშვილი 2008 წლიდან სიღნაღის პროკურორი იყო, სადაც მუშაობის დროს წინასაარჩევნო პერიოდში არაერთი ქართული ოცნების აქტივისტი დააკავეს და სცემეს, რომელი საქმეებიც დღემდე გამოძიებული არ არის.