ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის თარიღს ასახელებს. ბრიუსელში დიასპორასთან შეხვედრის დროს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან 2014 წლის გაზაფხულზე, ადგილობრივი არჩევნების დროს, პოლიტიკიდან წავა.
„ მაგრამ მე არ წავალ დამარცხებული, დავტოვებ ძალიან კარგ ხელისუფლებას და მთავრობას. ავიღებ მათზე პასუხისმგებლობას და გადავალ სამოქალაქო საზოგადოებაში, საიდანაც გავაკონტროლებ ჩემ მიერ დატოვებულ ხელისუფლებას, უნდა მივეჩვიოთ რომ ერთ კაცზე არ უნდა იყოს ხელისუფლება დამოკიდებული. საზოგადოება უნდა განვითარდეს. ეს არის ყველაზე დიდი ოცნება ჩემი,"- განაცხადა მან.