კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ”2020NEWS“ -თან განმარტავს, რას ითვალისწინებს მრავალმადატიანი საარჩევენო ოლქების შესახებ ინიციატივა.
როგორც ხმალაძე აცხადებს, ინიციატივა 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქის ნაცვალდ, 10 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქის შექმნას გულისხმობს. ამასთან, როგორც კონსტიტუციონალისტი აღნიშნავს, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი თითო ოლქში მანდატების შესაბამისად აირჩევა.
“ამჟამად საქართველოში 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქია. ყველა ოლქიდან თითო კანდიდატი აირჩევა. ჩვენი პროექტი კი 10 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქის შექმნას ითვალისწინებს.
ამ პროექტის მიხედვით, გვექნება ექსვსმანდარიანი, შვიდმანდატიანი და რვამანდატიანი ოლქები. თითოეული ოლქში იმდენი პარლამენტის წევრი აირჩევა, რამდენ მანდატიანიც ოლქი იქნება. როდესაც არჩევნები დამთავრდება, შვიდმანდატიანი ოლქიდან არჩეულად ჩაითვლება ის შვიდი პირი, რომელმაც სხვებზე მეტი ხმა მიიღო“,- განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
შეგახსნებთ, გუშინ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც ოპოზიციამ მმართველ პარტიას მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების შესახებ ინიციატივა გააცნო.