საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გაგა კახიანი ტელეკომპანია “პირველს” მის წინააღმდეგ სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს, კერძოდ, საუბარია 2012 წლამდე პერიოდში, მის ურთიერთობას ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ დავით საყვარელიძესთან, რასაც გაგა კახიანი კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ საყვარელიძის საარჩევნო შტაბში რამდენჯერმე იყო მისული პირად საკითხზე და არა როგორც მხარდამჭერი ან დამხმარე.