საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის შესახებ ისაუბრა.
“2002 წელს და 2003 წელს, უკლებრივ ყველა 90% ქართველი პოლიტიკოსების, ამბობდნენ რომ ედუარდ შევარდნაძე თქვენ არ იცით, ეს ბებერი მელაა, მაგარი ტიპია, მაგას რა დაამარცხებს. თქვენ არ იცით მაგას, რაები აქვს ჩაფიქრებული.
მიწის ქვეშ ერთი იმხელაა. მიშა ნუ მიძვრები, კაი გიჟი ნუ იქნები, მოდი მოვილაპრაკოთ. მოზგია, მოზგი ეძიკას მოზგს როგორ დაამარცხებ?! ეს მესმოდა ყველა მხრიდან.
“ბებერი მელა” კი არა, ერთი კატის კნუტი აღმოჩნდა. გაკრა ქართველმა ხალხმა და გაწია. ასე რომ ჩვენ უნდა ვირწმუნოთ ჩვენი ძალების“,– განაცხადა სააკაშვილმა.
აღნიშნულს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:
“გუშინ სააკაშვილმა უთხრა გვარამიას, შევარდნაძეზეც ამბობდნენ, ჭკვიანია, “მოზგია”, მაგას ვერაფერს დააკლებო, წავკარი წკიპურტი და გადავაგდე, ერთი ბებერი მელა იყოო.
აი, ნახეთ, რას ამბობს შევარდნაძეზე 1999 წელს!” – წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში და აქვეყნებს ვიდეოარქივს.