ბიძინა ივანიშვილის პირველი სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში. უკვე გაწერილია შეხვედრები ჟოზე მანუელ ბაროზოსთან, ევროკომისართან ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულესთან, ევროპის პარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეისთან. შეხვედრა ასევე გაიმართება ბელგიაში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
14 ნოემბერს დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან.