საქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენარალური მდივნის პირადი მიწვევით პრაღაში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. 13-14 ნოემბერს კი საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. დაგეგმილია რასმუსენი სააკაშვილის შეხვედრაც. ქვეყნის პირველი პირი კარნეგის ცენტრში სიტყვითაც გამოვა. ბრიუსელში ქვეყნის პირველი პირი ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეისთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან გამართავს შეხვედრებს.