„ნაციონალური მოძრაობის სხვადასხვა განშტოებებზე პოზიციონირებული სუბიექტები რომ თავს უფლებას აძლევენ, მორალის პერსპექტივიდან ისაუბრონ, ეს უკვე სრულად ახალი დრამატურგიული ჟანრია, ტრაგიკომედიისა და სატირის მიღმაა" - ამბობს თავის ვიდეობლოგში ინტერნეტტელევიზია POSTV-ის ანალიტიკოსი ბაჩო ოდიშარია, რომელიც ბერა ივანიშვილის მიმართ ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართვას ეხმიანება.
„ელენ დეჯენერესის დერმატინის ვერსიამ, ნანუკა ჟორჟოლიანმა მორალური უპირატესობის და უტიფრობის გრძნობით აღვსილი მიმართვა გამოაცხო ბერა ივანიშვილის მისამართით, 2012 - ში ბიძინა ივანიშვილის კამპანიის სახე იყავი და დღეს არ გიტყდებაო? სწორედ იმ ნანუკა ჟორჟოლიანმა, ვინც 2011 წელს ბიძინას ოცნებების ამსრულებელს და მთელი ქვეყნის მამას უწოდებდა, მისი ბევრი გაკეთებული საქმე და სიკეთე ახსოვდა და აღნიშნავდა, რომ მისი აშენებული ერთი სამებაც ეყოფოდა ყველაფერს. თუმცა როდესაც ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლა დააანონსა, ნანუკამ დაქოქა გაშავების მანქანა და ქება ლანძღვით ჩაანაცვლა" - ამბობს ბაჩო ოდიშარია.
მისი თქმით, როდესაც ნაციონალური მოძრაობის მედიავარსკვლავი სირცხვილზე საუბრობს, აუცილებელია რაღაცეების გახსენება.
როგორც ბაჩო ოდიშარია აღნიშნავს, მართალია წარსულის მივიწყება და იგნორირება მათი მთავარი სტრატეგიაა, მაგრამ დღეს ის დრო აღარ არის, როდესაც შეეძლოთ მათთვის არასასურველი ინფორმაცია გაექროთ მედიიდან და ადამიანები დაეშინებინათ, რომ ნანახი თუ გაგონილი, არსად ეთქვათ.
„მაგალითად, როდესაც სააკაშვილს გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტულებით პატიმრობა მიესაჯა, ჩინურმა ელენმა პოლიტიკურად მოტივირებული დებილები უწოდა მოსამართლეებს და საერთოდ არ უგრძვნია სირცხვილი. ნუ თავად გირგვლიანის შეკვეთილი მკვლელობა რომ არ შერცხვენია მაგაზე აღარც ღირს საუბარი, რატომღაც არასოდეს მიუწვევია საკუთარ გადაცემებში სანდროს დედა ირინა ენუქიძე, არასოდეს გაჩენია თანაგრძნობა და დაინტერესებულა მისი სიმართლის დადგენით.
2000-ანების თაობამ შეიძლება არ იცით, მაგრამ პირადად მე, ქალბატონი ნანუკას არსებობა იმ ამბით შევიტყვე, როდესაც ქალაქში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მასთან ღამით მობილურზე შემთხვევით დარეკვის გამო, ზარის განმახორციელებელი ბიჭი ნანუკას ყოფილი ქმრის, ნაცების რეჟიმის სოდის დირექტორი ერეკლე კოდუას ბრძანებით გაიტაცეს, სასტიკად ცემეს, ციხეში ჩასვეს და მერე პირობითით გამოუშვეს. ეს რაიმე ურბანული ლეგენდა არაა, სახალხო დამცველის მიერ დოკუმენტურად დამტკიცებული ფაქტია.
ნანუკას არ უგრძვნია სირცხვილი ნავთლუღის სპეცოპერაციისას 17, 21 და 23 წლის ახალგაზრდა ბიჭების განსაკუთრებული სისასტიკით დახოცვის ფაქტზე, 2006 წელს. ამავე წელს, დინამოს კორტებთან 22 წლის ზურა ვაზაგაშვილის და დიდუბის ეკლესიასთან 19 წლის ბუტა რობაქიძის ჩახრილვის ფაქტზეც როგორც ჩანს არ შემოწოლია არანაირი დისკომფორტი, არც იმ ფაქტზე, რომ ამ მკვლელობებს, მედია, რომელშიც მუშობდა, აპრავებდა როგორც ყაჩაღებზე განხორციელებულ სპეცოპერაციას.
არ შერცხვა როცა 2005 წლის 14 ივლისს ერეკლე კოდუა თავისი შეიარაღებული ოპერატიული თანამშრომლებით თავს დაესხნენ ვალერი გელაშვილს და მის თანმხლებ პირებს. ერეკლე კოდუას დავალებითა მოქმედმა სპეციალური რაზმის მებრძოლებმა ძალის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ავტომანქანიდან თანმხლებ პირებთან ერთად გადმოიყვანეს ვალერი გელაშვილი, ასფალტზე დააწვინეს და იარაღის კონდახებით სასტიკად ცემეს.
არ შერცხვენია არც იმ კადრებზე, სადაც პირდაპირ ჩანს მისი ყოფილი ქმარი და სხვა თანამშრომლები როგორ იწყებენ ვანო მერაბიშვილის გაცემული ბრძანების შემდეგ ორი გვამის ძებნას მაღალი პრემიებით შეგულიანებულნი.
არც მაშინ შერცხვა, როდესაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ ტელეკომპანია იმედი დაარბია, არ ჩაუთვლია მედიაზე თავდასხმად. არც იმედის მფლობელის, ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკურ დევნაზე გამოუხატავს აღშფოთება, პირიქით, როდესაც იმედი პატარკაციშვილის ოჯახს შუაღამისას ძალით გადაფორმებული დოკუმენტებით წაართვეს, მას მცირედი დისკომფორტიც არ გაუჩნდა და არხის მთავარი სახე გახდა, მაროდიორივით, გარდაცვლილის გაძარცვით მიღებული პოსტით, მორალურად გახრწნილი ჟურნალისტის ცნობიერებით, გადაცემის ეთერიდან ბულვარულ თემებს და ქართული ელიტის ყოველდღიურობას განიხილავდა თეთრებში გამოწყობილი.
დღეს ნანუკა ჩინური რუსთავი ორის ეთერში პროფკავშირებზე აკეთებს გადაცემას და გაჭირვებულ მუშათა კლასზე შეწუხებული სახით საუბრობს, თუმცა წინა მთავრობის დროს მსგავსი საკითხები არასოდეს გახსენებია, არც შრომის ინსპექციის გაუქმებას შეუშფოთებია, არც პროფკავშირების დევნას.
მას არ გაუპროტესტებია და არც სირცხვილი უგრძვნია 2009 წლის 15 ივნისს მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკ, გაუფრთხილებელ დარბევაზე, როდესაც ჟურნალისტებიც უმოწყალოდ ცემეს, აპარატურა დაუმტვრიეს და კადრები წაუშალეს, რაზეც პროტესტის ნიშნად მაესტრომ და კავკასიამ მაუწყებლობა შეწყვიტა. არ შერცხვენია საკუთარი პროფესიის დევნა და უზურპაცია.
მას არ შერცხვა არც 7 ნოემბერს, არც 26 მაისს, არც იმ ფოტოების ნახვის შემდეგ, სადაც დარბეული და ბორკილებდადებული ხალხი საკუთარი სისხლის გუბეში წევს ტროტუარებზე, არც იმ ფაქტის შერცხვა, როდესაც ამ კადრების გადამღები ფოტორეპორტიორები შეთითხნილი რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. არ ცხვენოდა მაშინ, როდესაც სოდის დახმარებით ძალიან ბევრ ადამიანს კერძო საკუთრებას ართმევდნენ, სახლებს, მანქანებს, ბიზნესებს აწერდნენ. ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ, აქტიურ ადამიანებს მისი ქმარი და სოდი რომ წამალს უდებდა და აკავებდა, როდესაც ადამიანებს კოჭავდნენ და ძალით უკეთებდნენ ნარკოტიკს რომ ასე დაემტკიცებინათ ბრალეულობა, არც მაშინ ცხვენოდა, არც ციხეში სისტემური ხასიათის წამების და გაუპატიურების ფაქტების შერცხვენია.
თუმცა, მიშისტებს ზოგადად სირცხვილის გრძნობა ანულირებული აქვთ, სხვაგავარად, თუ რაიმე მორალური კომპასი , შინაგანი ეთიკა, ძალადობაზე მგრძნობელობა გაგაჩნია, მიშისტი ვერ იქნები. ნანუკა ჟორჟოლიანი კი მიშიზმის მედია პროპაგანდის ემბლემური ნიმუშია, ამიტომ, პრინციპში უადგილოც იქნება, მისგან რომ სირცხვილის გრძნობის არსბეობა მოვითხოვოთ" - აცხადებს ბაჩო ოდიშარია.