ოზურგეთში ნაცმოძრაობის აქტივისტებს დაჟანგული ბოქლომი გადასცეს და ტერიტორიიდან გააძევეს

ოზურგეთში ნაცმოძრაობის აქტივისტებს დაჟანგული ბოქლომი გადასცეს და ტერიტორიიდან გააძევეს

ოზურგეთში “ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ არჩილ თალაკვაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან დაგეგმილი აქცია ჩაუვარდათ. ოზურგეთში ოპოზიციას თალაკვაძის ოფისის კარზე ბოქლომის დადების საშუალება არ მისცეს.

ბიუროს ვერც ბოქლომი დაადეს და საზოგადოებამ “სირცხვილიას” აქტივისტებს დაჟანგული ბოქლომიც გადასცა საჩუქრად.

ნაციონალური მოძრაობის 15-მდე აქტივისტმა წარუმატებელი მცდელობის შემდეგ აქცია დაასრულა.