გვარამია რურუას დაპატიმრებამ გადარია:

გვარამია რურუას დაპატიმრებამ გადარია: "მგონი, ბიძინა ივანიშვილი უკვე მზად არის, რომ თავი წავაჭრათ"

გიორგი (ჟორიკა) რურუას ადვოკატი და “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამიამ თავის სტილში აგრძელებს რიტორიკას:

“ვფიქრობ, ვისაც ახლა იარაღის ფიგურირება სჭირდება, თან გადატენილი და სასროლაd გამზადებული ვიღაცაზე თავდასხმისთვის, თან ეს რაღაცნაირად უკავშირდება ოპოზიციურ პარტიებს, მომიტინგეებს, ტელევიზიას, ამ სქემის შეკვრა ბიძინა ივანიშვილისთვის სულ არ იქნება უსარგებლო და უინტერესო.

რა დასკვნაც მე გამოვიტანე არის ასეთი, რომ ამ ქვეყანაში ან თავს ვაჭრით ბიძინა ივანიშვილს (პირდაპირი მნიშვნელობით დრაკონს ვაჭრით თავს), ან ის ჩვენ ყველას გვაჭრის თავს. მე მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი უკვე მზად არის, რომ თავი წავაჭრათ”, – განაცხადა გვარამიამ და დასძნა, რომ რურუასთვის პატიმრობის შეფარდების გასაჩივრებას აზრი არ აქვს, მაგრამ მაინც გაასაჩივრებს.

tngh ამხ. გ.გვარამიას სულ "გელიოტინა" ელანდება. სიამოვნებით იქნებოდა ჯალათი. ხელისუფლება, რომ მისცე, ნახევარ საქართველოს წააჭრის თავს, ისეა მწყობრიდან გამოსული... ბოღმით.
5 წლის უკან