კიდევ ერთი გაუხსნელი საქმე და კიდევ ერთი საჩივარი ყოფილი ხელისუფლების მისამართით. მკვლელობის დაკვეთაში ამჟამად ვანო მერაბიშვილს ადანაშაულებენ. რა მოხდა 2005 წლის 27 აგვისტოს. სენაკი-სამტრედიის საზღვარზე სამეგრელო-იმერეთის პოლიციის თანამშრომლებმა სპეცოპერაციის დროს ადგილზე დახვრიტეს ბაჩო ესებუა. მას 16 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი - მათგან ორი - საკონტროლო გასროლა. გარდაცვლილის დედამ შვილის მკვლელობის საქმეზე პროკურატურაში სარჩელი უკვე შეიტანა - ნანი ესებუა საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს. ის შვილის მკვლელობაში პირადად მიხეილ სააკაშვილსა და ვანო მერაბიშვილს სდებს ბრალს. მასალას სააგენტო ინფო-9 ავრცელებს.