ლაფანყურის სპეც-ოპერაციის მსხვერპლის ოჯახი დუმილს არღვევს. არჩილ ჩოხელის და გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს. განცხადება უწყებაში უკვე შეტანილია. სპეც დანიშნულების რაზმის წევრის ოჯახი ერთადერთ კითხვაზე ითხოვს პასუხს-რა გარემოებაში დაიღუპა ჩოხელი, რომელიც, ნათესავებისთვის მიწოდებული ერთ-ერთი წინასწარი ვერსიით, სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. ეჭვებს აძლიერებს ის გარემოებაც, რომ ცხედარს ექსპერტიზა არ ჩატარებია. მეტიც-ექსპერტიზის ბიუროში ცხედრის მისვენების ფაქტი გატარებულიც კი არ არის. დაღუპულის ოჯახი საქმის ბუნდოვანებაზე საუბრობს და დაკრძალვის დღეს იხსენებს, როცა მათ სახლთან კუდის თანამშრომლები გამოჩნდნენ. ჩოხელების საცხოვრებელ სახლს მათთვის უცნობი ადამიანები დაკრძალვიდან 40 დღის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. ბექა ბარამიძე შეხვდა დღეს არჩილ ჩოხელის ოჯახს, რეპორტაჟი ნახეთ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში.