თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც ესწრებიან. დეპუტატები მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართავენ, არ შეეფარდოს აღმკვეთი ღონისძიება ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძესა და ზურაბ შამათავას. წერილობით შუამდგომლობას ხელს 29 დეპუტატი აწერს.