ბიძინა ივანიშვილი კულტურის სფეროში გაწეული ღვაწლისთვის საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის თანამშრომლებმა და დირექტრმა ანდრო ბედუკაძემ ილია ჭავჭავაძის ოქროს მედლით დააჯილდოვეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საგურამოში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 175 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს დაესწრო, სადაც ხელოვნებასა და კულტურაში შეტანილი წვლილისთვის პრემია რამდენიმე ცნობილ პიროვნებას გადასცეს. სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ილია ჭავჭავაძე ერის მამად იწოდებოდა და მისი ნაოცნებარი დღეს ქართველმა ხალხმა უნდა აასრულოს. საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.