ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი შენობებში შეჭრილ დევნილებს დახმარებას პირდება, თუმცა, მათგანაც თანამშრომლობას ითხოვს. დავით დარახველიძე მოუწოდებს ბაქოს პირველ ნომერში შეჭრილ დევნილებს, დღეიდან შვიდი დღის ვადაში დატოვონ დაკავებული ფართი და მათგან ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს დევნილთა სამინისტრო დაეხმარება. ამ დროისთვის დევნილებს სულ 52 ობიექტი აქვთ უკანონოდ დაკავებული. მინისტრი ეჭვობს, რომ ამ პროცესების უკან ყოფილი ხელისუფლების კოორდინატორების ქმედებები იკვეთება. დავით დარახველიძე აცხადებს, რომ თუკი დევნილები უკანნოდ დაკავებულ ტერიტორიას არ დატოვებენ, საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაერთვება.