ბათუმის უნივერსიტეტში დარბევის ფაქტების გამოძიება მოითხოვეს(VIDEO)

ბათუმის უნივერსიტეტში დარბევის ფაქტების გამოძიება მოითხოვეს(VIDEO)

ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის სტუდენტებმა და მასწავლებლებმა მთავარ პროკურატურას მიმართეს და 2007 წლის 8 ნოემბერს უნივერსიტეტში სტუდენტების დარბევის, ცემისა და შეურაცხყოფს ფაქტების გამოძიება მოითხოვეს. 5 წლის წინ სპეცრაზმმა ხელკეტებით სცემა სტუდენტებს და ლექტორებს, აუდიტორიებში კი ცრელმსადენი გაზიც გაუშვეს. გაზის გაშვების შედეგად უნივერსიტეტის შენობაში მყოფი რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ერთი ფეხმძიმე გოგონა საავადმყოფოში მოხვდა. დარბეული უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები ამბობენ, რომ დარბევის დროს უნივერსიტეტის ეზოსა და აუდიტორიებში დავით ბერდია ფიგურირებდა. ბერდია მაშინ აჭარის კუდის უფროსი იყო ახლა კი შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის უფროსად დაინიშნა.