„ბიძინა ივანიშვილი არის ხალხური ინსტიქტის გამოხატულება. როგორც საუკუნეების განმავლობაში ქართველი კაცი, ვენახს რომ დაუჭრიდნენ, მაინც აგრძელებდა არსებობას და აქამდე მოაღწია, თითქოს ამ კაცში არის ეს აბსოლუტურად ხალხური, გლეხური ინსტიქტი, რითიც დღემდე ვარსებობთ" - განაცხადა ტვ „იმედის" თოქშოუში „არენა" ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა ჟურნალ „Entrepreneur"-თან ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას.
მისი თქმით, ქველმოქმედება ბიზნესში არ არის ნონსენსი - ეს არის არქეტიკული ჩვენი კულტურისთვის.
ზაზა შათირიშვილი ცნობილ მწერალთან ოტია იოსელიანთან შეხვედრას და მისი წერილიდან ამონარიდს იხსენებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის 50 წლისთავთან დაკავშირებით, 2005 წელს გამოცემულ წიგნში „უზენაესი სიქველე" დაიბეჭდა.
„მახსენდება ჩემი საუბარი ჩვენთვის ყელაზე საყვარელ, ძალიან კოლორიტულ მწერალთან, აწ გარდაცვლილ ოტია იოსელიანთან. ეს იყო ძალიან დიდი ხნის წინ. მაშინ ბატონმა ოტიამ ჩემი სტატია წაიკითხა, სადაც ვლაპარაკობდი ვეფხისტყაოსნის ცივილიზაციაზე - საქართველო არის ვეფხისტყაოცნის ცივილიზაცია და გამოყოფილი მქონდა გარკვეული ნიშნები. ძალიან მოეწონა. ბატონ ოტიასთან მქონდა ერთი-ორი ძალიან ხანგრძლივი და საინტერესო საუბარი. მაშინ მითხრა, აბსოლუტურად მართალი ხარ, ყველაფერი დგას ესეთ რაღააზე - რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულიაო და ამის გამოხატულება ბიძინა ივანიშვილიაო. ეს არის სადღაც 2005-2006 წლები. მე მაშინ ვუთხარი, ბატონო ოტია, ძალიან კარგია ეს ყველაფერი, მაგრამ საერთოდ არ მჯერა, ასეთი ადამიანი თუ არსებობს თქო. ფოტოც არ მქონდა ნანახი. დღეს სპეციალურად მოვძებნე. ასე ქვია - "უზენაესი სიქველე" და ეძღვნება ბიძინა ივანიშვილის 50 წლისთავს. აი, როგორ არ არსებობსო, ნახე, მე რას ვამბობო. მე მინდა პატარა ადგილი წაგიკითხოთ:
„რასაცა გასცემ შენია, რაც არა - დაკარგულია, კი ბრძანა რუსთაველმა, მაგრამ, უმრავლესობამ ვერც გააცნობიერა და თითო-ოროლას, ვისაც თვალი მიაწვდინა, გასაცემი არც არაფერი ჰქონდა და აგერ, მე-9 საუკუნის შემდეგ, როგორც განძი, ბიძინა ივანიშვილმა ამ სიბრძნის საქმედ ქცევა შეძლო - ასე იწყებს ბატონი ოტია.
არქეტიკული, რომ ვლაპარაკობთ, რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია, მერე გამოხდა ხანი, მოხდა ისე, რომ ბიძინა ივანიშვილი გავიცანი და პირდაპირ მითხრა - მახსოვს, რომ ყველაფერი დგას რუსთაველის ამ მაქსიმაზე და ამოსავალი რომ ეს არის, ანუ, ალტრუიზმი არის ყველაფრის თავი და თავი და მათ შორის, ბიზნესის და მოგების. რამდენიმე თერაპიული მაგალითიც მომიყვა, როგორ გადაარჩინა თავისი ერთი-ორი ბიზნესმენი ახლობელი, როდესაც ასწავლა ქველმოქმედება. არ არის შემთხვევითი წყალტუბო, არ არის შემთხვევითი ოტია იოსელიანის სახელი, ამ საუბრის გახსენება. ქველმოქმედება ბიზნესში არ არის ნონსენსი - ეს არის არქეტიკული ჩვენი კულტურისთვის" - განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.
ერთი შეკითხვა მაქვს, სიტყვა არქეტიკულირას ნიშნავს?! არ უხდება ამ პატარა წერილს ეს სირული სიტყვა, რომელიც მეც კი არ გამიგონია!