გოჩა ბარნოვი:  

გოჩა ბარნოვი:  "პოლიტიკოსები პატრიარქის ავტორიტეტს საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ"

თეოლოგი გოჩა ბარნოვი მიიჩნევს, რომ ათწლეულების მანძილზე არ ყოფილა საქართველოში ხელისუფლება, რომელიც დამოკიდებული არ ყოფილიყო საქართველოს ეკლესიაზე. არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ოპოზიციის წარმომადგენელებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან იმაში, ვინ უფრო მეტ ხოტბას შეასხამს პატრიარქს და ამით არჩევნებზე მეტ ხმას მიიღებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო რეალურად სეკულარული სახელმწიფო არ არის.

„ათწლეულების მანძილზე არ ყოფილა საქართველოში ხელისუფლება, რომელიც დამოკიდებული არ ყოფილიყო საქართველოს ეკლესიაზე. დღესაც, არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ოპოზიციის წარმომადგენელებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან იმაში, ვინ უფრო მეტ ხოტბას შეასხამს პატრიარქს და ვინ უფრო დიდ ერთგულებას გამოხატავს პატრიარქისადმი. ეს არის ამაზრზენი საყურებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო არ არის სეკულარული სახელმწიფო, ამით ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია. გამოდის, რომ ეკლესია და სახელმწიფო გამიჯნულები არ არიან, ხოლო პოლიტიკოსები პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ პატრიარქის ავტორიტეტს. ეს არის ძალიან ცუდი გზავნილი საქართველოსათვის საერთაშორისო არენაზე", - განუცხადა აიპრესს" ბარნოვმა.

 

Katana . არ არის მიღებული ასეთი რამის თქმა.
სიმართლე არ გახლავთ პატივში.
მხოლოდ ფარისევლური ლიქნია პატივდებული.
რა თქმა უნდა, ვერ ჩაითვლება სეკულარულ სახელმწიფოდ საქართველო, რომელშიც ბიუჯეტი ასე უხვად, ასე ხელგაშლილად აფინანსებს სამღვდელოებას - 25 მილიონს ჩუქნის ყოველწლიურად!
რა თქმა უნდა, ეს ანტიკონსტიტუციურია, მაგრამ კონსტიტუცია ხომ არ არის მთავარი!
მთავარია ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლობა: ერთი არჩევნების მოსაგებად მრევლს მიახმარს, მეორე კი ამისთვის იმავე ამომრჩევლის ჯიბიდან ამოღებულ ფულს უხდის.
ხელი ხელს ბანს, ორივე ხელი კი მრევლს აყრის ნაცარს თვალებში.
მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ მრევლს არაფერი აქვს ამის საწინააღმდეგო. პირიქით, ვინც ამის შესახებ ხმას ამოიღებს, მზად არიან ისევე მოექცნენ, როგორც სეთურის ხალხი მოექცა დათას და მის მეგობარს.
5 წლის უკან