ჟურნალისტი მაკა რაზმაძე შემდეგი სახის მიმართვას აქვეყნებს:
"რა აღარ მოუგონეს, რა აღარ დააბრალეს, კარგი და ცუდი ერთნაირად რატომ გიყვარს და ერთნაირად რატომ შეუნდობო. ყველაფერი სცადეს და როცა არაფერმა გაჭრა, ყველაზე ბოლო და ყველაზე ფსკერი გამოუშვეს არენაზე….თემა, რომელზეც ეგონათ საქართველოში მცხოვრები ხალხი ყველაზე კარგად წამოეგებოდა.
არავინ წამოეგო!
ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის რომ პატრიარქს სიცოცხლეშივე ათქმევინონ უარი იმაზე, რასაც სიცოცხლე მიუძღვნა. ალბათ ისაა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ სიცოცხლეშივე დათმოს პატრიარქობა და გადადგეს.
ესეც მშვიდად აიტანა და ციანიდის უბინძურესი სკანდალის შემდეგ ვერც ამ სიბინძურემ გადაადგმევინა ის ნაბიჯი, რაც არ უნდა გადაედგა.
ჩვენზე ყველაზე ძლიერია! იმ სიბოროტეზე და იმ საშინელ უმდაბიოეს შეტევებზე ძლიერია, რასაც უძლებს ამდენი ხანია.
მაინც ვუყვარვართ,მაინც გვიღიმის და გვლოცავს...