ფარცხალაძეს მართლა მოვაჭრი თავს - მეუფე იაკობის მორიგი სკანდალური ინტერვიუ (ვიდეო)

ფარცხალაძეს მართლა მოვაჭრი თავს - მეუფე იაკობის მორიგი სკანდალური ინტერვიუ (ვიდეო)

ტელეკომპანია „მთავართან“ მეუფე იაკობმა ახალი  კარტები გახნა და სახელმწიფო რეკეტზე ისაუბრა. საქმეში ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ფიგურირებენ. ინტერვიუ შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.

მეუფე იაკობი მორიგ სკანდალურ განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ ივანიშვილის გარემოცხვა ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს რამაზ ნიკოლეიშვილს 15 მილიონი ლარის მოტანას აიძულებდნენ. აღნიშნული თანხა ხელშეუხებლობის გარანტია იქნებოდა. ინტერვიუ მეუფე იაკობთან „მთავარმა“ არხმა ქორეპისკოპოსობიდან გადადგომამდე ერთი დღით ადრე ჩაწერა.

როგორც ირკვევა, საქმეში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები ძმები მიქაძეებიც ჩაერთნენ.

მეუფე იაკობმა დღეს "მთავართან" ექსკლუზიურ ინტერვიუში პირდაპირ თქვა, რომ შეხვედრაზე, სადაც ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის ბედი წყდებოდა, სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ის ფარცხალაძეს თავის მოჭრითაც კი დაემუქრა.

"ფარცხალაძეს მართლა მოვაჭრი თავს"- აცხადებს მეუფე იაკობი.

"რამაზ ნიკოლაიშვილს 15 მილიონის მიტანა სთხოვა ფარცხალაძემ და მამაცაშვილმა. იკითხა სად მაქვსო, ეტყობა მინისტრი რომ იყო... თუ გადაუხდიდა კიდევ მოსთხოვდნენ" - განაცხადა ფარცხალაძემ.

აღნიშნულ საკითხზე მოქმედი პარლამენტარი რამაზ ნიკოლაიშვილი ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

“არ ვიცი, რაზე მესაუბრებით და რა ვქნა, მეუფეს უნდა გავესაუბრო, გავარკვევ, რაზე საუბრობს” - განაცხადა ექსმინისტრმა ნიკოლიშვილმა „მთავართან“ .

 ექსმთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალეძე კი საქართველოში არ იმყოფება.

vaJa რუის ურბნისის კრება მართლა აუციელებელია----თუ არადა აუციელებლად უარესი ამბები დატრიალდება საპატრიარქშიც და საქართველოშიც
საპატრიარქო უბრალოდ ცდილობს პრობლემების მიჩუმათება--გადაგორებას, არადა ამით სინამდვილეში შიგნით პრობლემები უფრო და უფრო ეზრდებათ
როგორც ავადმყოფ სხეულს უმკურნალებლად წყლული--ავადმოყოფობა ეზრდება, ისე იზრდება საპატრიარქოს შიგნითაც პრობლემები
ასე ჩურჩულ კურკურში უფრო ფუჭდება საქმე ---,,ჩურჩულ კურკურმა ქვეყანა ამოაგდოვო,, ზუსტად მასეა
რაც ბევრს და დიდხანს დამალავენ მით უარესი საპატრიარქოსთვისაც და საქართველოსთვისაც
არა,... პრობლემები არა გვააქვსო....
რა არა ააქვთ?? მთელი ქვეყანა მაგათ ცირკებს უყურებს--ხედავს და ესენი კიდევ ამბობენ--- არა, არაფერი არ ხდებაო
არ ხდება და ნუ ხდება...იქაც ბანტი

აკაკი ბაქრაძის ერთ ანდაზას მოვყვები..
ერთ კაცს საჩურად ნაგაზის ლეკვი მიუყვანეს... კაცი ზრდიდა თავს ევლებოდა, საჩვენებელი ლეკვი დადგა
მეგობრებმა ურჩიეს--- თუ გინდა რომ მართლა კარგი ძაღლი დადგეს აუცილებლად კუდი უნდა მოაჭრაო ....
ეს კაცი ამ ძაღლს შვილივით უვლიდა. ხოოდა შეეცოდა კუდის მოჭრაზე და.... ძაან პატარაზე მოაჭრა, ძააან არ ვატკინოვო
მეგობრება რომ ნახეს უთხრეს--- ეს რა პატარაზე მოგიჭრია, მარტო პატარა კუდი დაუტოვე, დანარჩენი კიდე მოაჭერიო
ამ კაცმა სიბრალულის გამო კიდევ ვერ გაიმეტა ეს ძაღლი და..... ისევ პატარაზე მოაჭრა კუდი
მეგობრებმა კიდევ უთხრეს...... ეგ რააარი კიდევ მოაჭერიო
მოკლედ ,,სიყვარულის გამო,, ამ კაცმა ტკივილის ერთხელ მიყენების ნაცვლად ამ საწყალ ძაღლს პატარ-პატარაზე 4-5 ჯერ მოაჭრა კუდი
ზუსტად ესეა ამათი საქმეც----ერთხელ და სამუდამოდ ბოლომდე უნდა მოიკვეთოს პრობლემა თუ არადა .......კი არიან გაღიმებულები....
მალავენ მალავენ, მაგრამ ,,ჭირმა მალა მალა თავი , ბოლოს მაინც ვერ დამალაო,, და არც შუბი იმალება მაგათ ტანსსაცმელში .....
5 წლის უკან
სოციალისტი vaja, რუის-ურბნისი მგონი მეფე დავითმა, შემდგომში აღმაშენებლად წოდებულმა, ჩაატარა?! ახლა თქვენ რომ გინდათ ის რუის-ურბნისი ვინ უნდა ჩაატაროს?! ვინმე გყავთ კონკრეტული ადამიანი მხედველობაში?! )))
5 წლის უკან
არაგველი641 სოციალისტი, მაგას ეტყობა ხუილო ყავს მხედველობაში
5 წლის უკან
სოციალისტი )))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))!
5 წლის უკან