თეა წულუკიანი:

თეა წულუკიანი: "უარს ვამბობ დებატზე, რომელიც ეკლესიას მიაყენებს ჩრდილს და გულს ატკენს პატრიარქს"

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მეუფე იაკობის გუშინდელი განცხადებების საპასუხოდ უარს ამბობს, მონაწილეობა ისეთ დებატზე, რომელიც ეკლესიას მიაყენებს ჩრდილს და გულს ატკენს პატრიარქს.

„გამოვიყენებ სიტყვას სისულელე, გული მტკივა, რომ მეუფისგან ასეთი რამ მოვისმინეთ. ამგვარი განცხადებები ეკლესიას ჩრდილს აყენებს. უარს ვამბობ, მივიღო მონაწილეობა დებატში, რომელიც ეკლესიას მიაყენებს ჩრდილს და გულს ატკენს პატრიარქს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.