„არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ეს ანტისაოკუპაციო მოძრაობა გამალებით მეცადინეობს ხელისუფლების დისკრედიტაციაში“, - ამის შესახებ ინტერნეტტელევიზია POSTV-ს ანალიტიკოსი ბაჩო ოდიშარია საავტორო ვიდეობლოგში საუბრობს.
მისი თქმით, ქართულ რეალობაში, ანტისაოკუპაციო სენტიმენტები სრულადაა გარდაქმნილი სასაქონლე ღირებულებად, სამომხმარებლო პროდუქტად.
„როგორც უკვე არაერთ ვიდეოში მითქვამს, ქართულ რეალობაში, ანტისაოკუპაციო სენტიმენტები სრულადაა გარდაქმნილი სასაქონლე ღირებულებად, სამომხმარებლო პროდუქტად. მარქსი ღირებულების სამ განნშტოებას გამოყოფს, ღირებულება, რომელსაც პროდუქტი იძენს მის შექმნაში ჩადებული შრომის მიხედვით , გაცვლითი ღირებულება, ანუ პროდუქტის ფასი საბაზრო გაყიდვისთვის, და გამოყენებითი ღირებულება, რაც გამოხატყავს თუ რამდენად გამოსადეგია პროდუქტი. ამ სამს, ბოდრიარი ამატებს მეოთხეს, ნიშნით/სიმბოლურ ღირებულებას, რაც მრავალ ერთმანეთის მსგავს საქონელს განმასხვავებელ სახეს ძენს, მატებს მას სტატუსს და ფუფუნების საგანად წარმოაჩენს. ბოდრიარი თვლიდა, რომ პოსტ ინდუსტრიულ საზოგადოებაში ყველაზე ღირებული, ნიშნობრივი/სიმბოლური ღირებულება იყო, რადგან სწორედ ის განსაზღვრავდა თუ რა წარმოადგენდა ღირებულებას. მეტი თვალსაჩინოებისათვის, სიმბოლური ღირებულება აქვს ლუი ვიტონის ჩანთას სხვა იგივე ზომის, ფორმის და ხარისხის ჩანთასთან შედარებით, რომელიც უფრო იაფადაც შეიძლება შეიძინო, მაგრამ უპირატესობას ანიჭებ ლუი ვიტონს, იმიტომ, რომ მას სიმბოლური ღირებულება გააჩნია, იმ ნიშნით, რომელიც მასზეა დაპრინტული სხვა მსგავს პროდუქტზე მაღლდა დგება და მისი ფლობა ინდივიდსაც განსაკუთრებულ სტატუსს სძენს. მაგალითად, ჩვენი ლიბერალური დისკურსის ხაზზე ჩამწკრივებული სუბიექტებისთვის, ლეპტოპზე ბრენდის ლოგოს ანაცვლებს მასზე დაკრული სტიკერი წარწერით რუსეთი ოკუპანტია. ბიზნესი, რომელიც საკუთარი პროდუქტის ბრენდინგს აკეთებს ამ კუთხით, ავტომატურად ხდება შექების ობიექტი და სოც. მედიაში მათ სარეკლამო ხარჯების გარეშე უკეთდებათ რეკლამა ლიბერალების მიერ. აუცილებლად შეგხვდებოდათ მსგავსი რიტორიკა, რომ ჩემი ტაქსის მძღოლს ვაიფაის პაროლად პუტინ ხუილო უყენია, აი ნამდვილი სამოქალაქო ცნობიერება, ყველა სხვა მონური ფსიქოლოგიის მატარებელია. რამდენიმე თვის წინ ჩვენ ვიხილეთ კომპანია ჯოვანი მორას კამპანია, რომლის ფარგლებშიც გაყიდულ ტანსაცმელს ოც პროცენტს აჭრიდნენ და მარკეტინგულმა გათვლამაც გაამართლა, ლიბერალები აღფრთოვანებული იყნენ მსგავსი პასუხისმგებლიანი ბიზნესით. რომელიღაც მზესუმზირის მწარმოებელი ფირმა შეფუთვაზე გასახსნელ ადგილს მავთულხლართებს ახატავს და როდესაც მზესუმზირას ხსნი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიას აჭრი. ანტისაოკუპაციო წინდები რომ განსაკუთრებული პატრიოტული სიმხურვალით გათბობს, ეს უკვე ყველას მოგეხსენებათ. მოდი დავფიქრდეთ ამ ყალბ გრძნობებზე, რომლითაც ნაკვებია ეს სახვითი პატრიოტიზმი. მასში გაერთიანებულია გრაფიკული რეალობა და აბსტრაქცია: გამოძახებული პიცა, რომელის ყუთიც ანტისაოკუპაციო სტიკერზე იხსნება, ცდილობს მომხმარებელს ჩუნერგოს აზრი, რომ სწორი არჩევანი გააკეთა, სამშობლოს ბედზე მზრუნველ ბიზნესს გადაუხადა ფული. ეს ყველაფერი დაფუძნებულია მორალური აღშფოთების ფარისევლობაზე, სინამდვილეში კი საქმე გვაქვს, როგორც ბოდრიარი აღნიშნავდა, ნიშნით ღირებულებაზე, მცდელობაზე სუბიექტი გამოჩნდეს იმაზე უკეთესი და გამორჩეული, ვიდრე სხვებია. ამის პასუხად ლიბერალები პროგონიზრებად კივილს იწყებენ, ანუ არაფერი უნდა მოვიმოქმედოთ? არ ვებრძოლოთ ოკუპაციას? თუ ქმედებაში სამომხმარებლო საგნისთვის სტიკერის დაკვრა, რუსი ტურისტისთვის ყვირილი, რომ ის ოკუპანტია და ოკუპაციის ხაზთან რუსი ჯარისკაცისთვის ტრაკის ჩვენება მოიაზრება, კი, ზუსტად ასეა, ჯობს არაფერი მოიმოქმედოთ. ამ მოცემულობაში ერთადერთი პროდუქტიული ქმედება კრიტიკული ანალიზი და მოლოდინია. ყველა ლიბერალური ჯგუფი კი მოქმედებას და ჩართულობას მოითხოვს და დამუნათების მზერით იყურება, ერთი სული აქვს აღმოაჩინოს სამიზნე, რომელსაც რუსეთის აგენტის იარლიყს მიარტყამს“,- აცხადებს ოდიშარია.
როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ანტისაოკუპაციო მოძრაობა თან ისტერიულად გაჰკივის, რომ მცოცავი ოკუპაცია ამ ხელისუფლების ბრალია და თან გამალებით იცავენ და იმ ხელისუფლებას, რომელმაც შესაძლებელი გახადა ჯერ ცხინვალის ოკუპაცია, შემდეგ ის რეალობა, რომელშიც შესაძლებელია არსებობდეს მცოცავი ოკუპაციის საფრთხე.
„რამდენიმე დღის წინ ჩინურ „რუსთავი ორზე“, ანტისაოკუპაციო თემას განიხილავდა ქართული ჟურნალისტიკის ინტელექტის გენერატორი და ლიბერალიზმისთვის მარტვილი ეკა კვესიტაძე, რომელიც ქარხნული წესით გამრავლებული ანტისაოკუპაციო მოძრაობებიდან ერთ-ერთის წარმომადგენელს, გიგა მაქარაშვილს მხატვრული მეტაფორით აქებდა, შენ მარტო დადიოდი ფეხით საოკუპაციო ზოლთან, ნამდვილი დონ კიხოტი ხარო და იმ ჯეელმაც შეიფერა, კი, ზუსტადო. ორი დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ აქედან, პირველი, ჩვენი ლიბერალური საჯარო სივრცის საემბლემო ნიმუშებს, არ აქვთ წაიკითხული, ან თუ აქვთ, ვერ აქვთ გაგებული დონ კიხოტის საზრისი. მეორე, და ნაკლებ სავარაუდო, აქვთ გაგებული, მაგრამ ორივეს წამოცდა და აღარ შეიმჩნიეს. როგორც მოგეხსენებათ, დონ კიხოტის ლაშქრობა სრულად ფანტასმაგორიული და სიგიჟის ნიშნების შემცველია, მისი დაპირისპირება ქარის წისქვილებთან კი წარმოსახვითი მეტოქის და საკუთარი თავისთვის მისიის შექმნა და მასთან მოჩვენებითი ბრძოლაა. რასაკვირველია ჩვენ შემთხვევაში მტერი რეალურია, უბრალოდ მასთან ბრძოლის მეთოდიკა და თავად ის აზრი, რომ ამ მოჩვენებით ბრძოლაში ჩართვა აუცილებელი და რაიმე პოზიტიური შედეგის მომტანია, ისეთივე სიმულაციაა, როგორც დონ კიხოტის შერკინება ქარის წისქვილებთან. არ უნდა დაგვავიწყდეს აგრეთვე მნიშვნელოვანი ფაქტი, ყველა ეს ანტისაოკუპაციო მოძრაობა, გამალებით მეცადინეობს ხელისუფლების დისკრედიტაციაში და ნაცების და ევრონაცების გაკეთილშობილებაში. თან ისტერიულად გაკივიან, რომ მცოცავი ოკუპაცია ამ ხელისუფლების ბრალია და თან გამალებით იცავენ და მხარდაჭერას უცხადებენ იმ ხელისუფლებას, რომელმაც შესაძლებელი გახადა ჯერ თავად ცხინვალის ოკუპაცია, შემდეგ კი ის რეალობა, რომელშიც შესაძლებელია არსებობდეს მცოცავი ოკუპაციის საფრთხე. პიკასოზე არსებობს ერთი ასეთი ლეგენდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტი სამხედრო სტუმრობს პიკასოს სახელოსნოს, სადაც გერნიკაა გამოკიდული. ნაცისტი დაინახავს ნახატს და მასზე აღბეჭდილი აბსტრაქტული იმიჯებით გაოცებული, პიკასოს ეკითხება ეს თქვენ ქენითო? რაზეც პიკასო პასუხობს, არა თქვენო. ანალოგიურად, როდესაც ეს ანტისაოკუპაციო ჯგუფები და სუბიექტები, ეგზალტირებული ფსევდოპატრიოტიზმით, დაიწყებენ მათ გვერდით არ მდგარი ხალხის დამუნათებას, წინა ხელისუფლების რომანტიზებას და არსებულის ლანძღვას იმ ჭრილში, რომ ოკუპაციას აკანონებთო, მარტივად უნდა ადგეთ და უთხრათ, რომ ეს ყველაფერი, მათი უკან მდგარმა სუბიექტებმა გააკეთეს, ამიტომ, პირველ რიგში, ჯერ მათ უნდა გაემიჯნონ და არასოდეს გამოუცხადონ მხარდაჭრა, სხვა შემთხვევაში, ყოველგვარი პატრიოტიზმი და ანტისაოკუპაციო რიტორიკა, იმ სამომხმარებლო ღირებულებასაც კარგავს, რომელზეც დგას, და რჩება მხოლოდ ცარიელ აღმნიშვნელად, დონ კიხოტის ქარის წისქვილებად. ხოლო თუ წარმოსახვითი ბრძოლის მუღამი გაქვთ, შეგიძლიათ უბანში ჩახვიდეთ და პლასტმასის პისტოლეტებით პატარა ბავშვებს ომობანა ეთამაშოთ, გაიცლებით კეთილ საქმეს გააკეთებთ“,- ნათქვამია ვიდეობლოგში.
(1) ყველა სახის სიყვარულის შელოცვები. (2) შეწყვიტე განქორწინება. (3) ბოლო უნაყოფობა.