ნიკა ლალიაშვილი:  „კვლევების ციებ-ცხელება

ნიკა ლალიაშვილი:  „კვლევების ციებ-ცხელება" ადამიანების ცხოვრებას არ ცვლის" - „SWOT ანალიზი" (ვიდეო)

„კვლევების ციებ-ცხელება" ადამიანების ცხოვრებას არ ცვლის, ამიტომაც რეიტინგების შედეგებით გადაჭარბებული ბრავირებაც და განაწყენებაც საღ აზრს თანაბრად მოკლებულია" - აცხადებს ტვ „იმედის" „SWOT ანალიზის"  წამყვანი ნიკა ლალიაშვილი გადაცემის ეპილოგში.

მისი თქმით, წლიდან-წლამდე ქართული პოლიტიკური სპექტრი სუნთქვაშეკრული ელოდება რაღაც კვლევების გამოქვეყნებას. ეს არის რეიტინგები თუ ანგარიშები, რომელთა დიდი ნაწილის ნამდვილობაში, პატიოსნებაში და კვალიფიციურობაში თითქმის ყველას ეპარება ეჭვი. ზოგი ამ ეჭვებს საჯაროდ გამოთქვამს, ზოგი კი ერიდება ავტორიტეტული საერთაშორისო თუ ლოკალური ორგანიზაციების განაწყენებას. არასამთავრობოები ამაში იღებენ ფულს, პარტიები ნერვიულობენ, ხალხს არ აინტერესებს. ზოგი კვლევა შეგნებულად გაყალბებულია, ზოგი დაუშვებელ ხარვეზებს შეიცავს, ზოგი უბრალოდ შეკვეთილია იმგვარად, რომ გაამრუდოს რეალობა. ეს ანგარიშები საქართველოში გადაიქცა ფეიკ-ნიუსის გავრცელების სტიმულატორად, რითიც ოპოზიცია თავისი მედიით და ექსპერტებით პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას ცდილობს.

„სანამ ბოკერია და სააკაშვილი ცხარედ კამათობენ, უნდა დაიჭირონ თუ არა ბიძინა ივანიშვილი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" მორიგი კვლევა გამოაქვეყნა, რომელმაც გვამცნო, რომ თანამდებობის პირების ოჯახის წევრები დასაქმებულები არიან ადმინისტრაციულ ორგანოებში.

მაგალითად, კვლევაში წერია, რომ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის მეუღლე 2017 წლიდან მუშაობს საჯარო სამსახურში, რაც ნეპოტიზმის მაღალ რისკს შეიცავს. კვლევაში მითითებულია მისი სამსახური: შპს. „მცხეთის სამედიცინო ცენტრი". მედიამ მყისვე დაიწყო ამ კორუფციული სქემის გაშუქება: დიმიტრი ხუნდაძემ ნეპოტისტურად მოაწყო საბიუჯეტო სამსახურში თავისი ცოლი! არც ამ კვლევის ავტორებს, არც ამ კვლევის დამკვეთებს, არც ამ ცილისმწამებლური ტყუილის გამავრცელებელ მედიას აზრადაც არ მოსვლია, რომ შპს, ანუ, შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმო არ არის საჯარო დაწესებულება და სინამდვილეში ადამიანი მუშაობს მცხეთაში, კერძო პოლიკლინიკაში! ამ ფეიკ-ნიუსის გამოაშკარავების შემდეგ რა ქნა „გამჭვირვალობამ"? დაურეკა დეპუტატს და ბოდიში მოუხადა. ანუ, ტალახი ესროლა საჯაროდ, ამაში დაფინანსება მიიღო, თავის დამკვეთებს აცნობა, რომ საქართველოში ყვავის კორუფცია, სიყალბის ტირაჟირება მოახდინა, მერე დაურეკა თავის მსხვერპლს და ბოდიში მოუხადა.

თავის დროზე, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-მაც აღიარა თავის ანგარიშში „იმედთან" და საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით დაშვებული შეცდომები და პოსტ-ფაქტუმ ჩაასწორა კვლევები.

საერთოდ, ქართულ პოლიტიკურ რეალობაში დიდი ხანია დამკვიდრებულია ერთი ძალიან საინტერესო ტრადიცია. წლიდან-წლამდე მთელი პოლიტიკური სპექტრი სუნთქვაშეკრული ელოდება რაღაც კვლევების გამოქვეყნებას. ეს არის რეიტინგები თუ ანგარიშები, რომელთა დიდი ნაწილის ნამდვილობაში, პატიოსნებაში და კვალიფიციურობაში თითქმის ყველას ეპარება ეჭვი. უბრალოდ, ზოგი ამ ეჭვებს საჯაროდ გამოთქვამს, ზოგი კი ერიდება ავტორიტეტული საერთაშორისო თუ ლოკალური ორგანიზაციების განაწყენებას. არასამთავრობოები ამაში იღებენ ფულს, პარტიები ნერვიულობენ, ხალხს არ აინტერესებს.

მთელი ეს „კვლევების ციებ-ცხელება" ადამიანების ცხოვრებას არ ცვლის. ამიტომაც რეიტინგების შედეგებით გადაჭარბებული ბრავირებაც და განაწყენებაც საღ აზრს თანაბრად მოკლებულია. ზოგი კვლევა შეგნებულად გაყალბებულია, ზოგი დაუშვებელ ხარვეზებს შეიცავს, ზოგი უბრალოდ შეკვეთილია იმგვარად, რომ გაამრუდოს რეალობა. ეს ანგარიშები საქართველოში გადაიქცა ფეიკ-ნიუსის გავრცელების სტიმულატორად, რითიც ოპოზიცია თავისი მედიით და ექსპერტებით პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას ცდილობს.

ახლა უბრალოდ წაგიკითხავთ, რამდენ რეიტინგში ფიგურირებს საქართველო ყოველწლიურად: მსოფლიო ბანკის ყოველწლიური ანგარიში; კორუფციის გლობალური ინდექსი; ევროსაბჭოს გენდერული თანასწორობის სტრატეგიის შესრულების ანგარიში; სტამბულის ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის ანგარიში; კანონის უზენაესობის ინდექსი; ანტიკორუფციული რეფორმებისა და პოლიტიკის შეფასების რეიტინგი; ანგარიში ნარკოტიკების თაობაზე; კორუფციის აღქმის ანგარიში; თავისუფლების რეიტინგი; ფრიდომ ჰაუსის ანგარიში; ღია მმართველობის ინდექსი; მსოფლიო პრესის თავისუფალი ინდექსი; გარდამავალ ქვეყნების რეიტინგი; გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიში; „Doing Business"-ი; "S and P"; "fitchi"; ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ გაეროს კონვენციის შესრულების ანგარიში; მონობის გლობალური ინდექსი; მოგზაურობის და ტურიზმის ანგარიში; გლობალური მშვიდობის ინდექსი; ევროპის ყოველწლიური ანგარიში, ინტერპოლის ყოველწლიური ანგარიში; მსოფლიო ნარკოტიკების ანგარიში; კიბერუსაფრთხოების რეიტინგი; ბირთვული უსაფრთხოების ინდექსი...კიდევ ერთი ამდენია, უბრალოდ მეზარება წაკითხვა, სულ 50-მდეა. ანუ, საშუალოდ, კვირაში ერთხელ უნდა ჩავაბაროთ რაღაც გამოცდა და ვამტკიცოთ, რომ ფრიადოსნები ვართ, რომ ხუთწლედის გეგმა გადაჭარბებით შევასრულეთ" - განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა.

https://www.imedi.ge/ge/video/43769/swot-analizi--epilogi

Katana გადაირევი კაცი!..
ისე, ამდენი "კვლევები" როცა არ არსებობდა (ანუ - ნაკლებად გამოკვლვებულები რომ ვიყავით), რაფერ იმართებოდა, რისი სული ედგა ქვეყანას, ეგ მიკვირს...
5 წლის უკან
vaJa პირიქით ადრე უფრო გამოკვლეულები ვიყავით...... ადრე უფრო მეტი აფერისტი გვატყუებდა ...
5 წლის უკან