მიხეილ სააკაშვილი :  “მზად ვარ, ახალგაზრდებს ხიდად გავედო და გადაიარონ ჩემზე”

მიხეილ სააკაშვილი :  “მზად ვარ, ახალგაზრდებს ხიდად გავედო და გადაიარონ ჩემზე”

“მე მაგალითად, არცერთი თანამდებობა არ მინდა ჩემთვის. მე მინდა გავუშვა ყველა წინ, განსაკუთრებით ახალგაზრდები, სულ ერთი და იგივე სახეებია, მზად ვარ ხიდად გავედო და მათ გადაიარონ ჩემზე” –  ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც “ფეისბუქზე” გამოაქვეყნა.

“მთელი პოლიტიკური სპექტრის 80% არის ძირითადად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ასევე ბიძინა ივანიშვილი და მისი ჯგუფი. თუ შენ ამბობ, რომ დანარჩენ 20-25%-ს კრიფავ, ისინი უნდა შევიდნენ გაერთიანებაში ან ერთთან ან მეორესთან. სხვანაირად მოგება მათემატიკურად არის შეუძლებელი.

როცა ამბობთ, რომ არ მიდიხართ “ნაციონალურ მოძრაობასთან” გაწევთ გევრდზე, თქვენ შანსს აძლევთ ბიძინა ივანიშვილს. ძალა ერთობაშია! უნდა დავდოთ გვერდზე ჩვენი ამბიციები. ისე გამოიყურება რომ ხალხი ფიქრობს სკამებზე. – ეს ასე არ არის. მე მაგალითად, არცერთი თანამდებობა არ მინდა ჩემთვის, არც არაფორმალური მმართველობა. არაფორმალურ მართველობას სჭირდება ფული, რაც მე არ მაქვს. სჭირდება ფეოდალური მენტალიტეტი -მე ფეოდალად ნამდვილად ვერ გამოვდგები.

მე მინდა გავუშვა ყველა წინ, განსაკუთრებით ახალგაზრდები, სულ ერთი და იგივე სახეებია, მე მაქვს ახალგაზრდებთან ურთიერთობა ამ დღეებშიც ვხვდები უკრაინაში, მე ვიცი რომ ფანტასტიკურები არიან მე მზად ვარ ხიდად გავედო და მათ გადაიარონ ჩემზე.

ახლა აღარ არის ჩხუბის და არეულობის დრო.. საქართველო შეიძლება დავკარგოთ კინკლაობაში, დავებში და უბედურებაში. მეც მაქვს ემოციები და მეც მაქვს ზოგიერთ ადამიანთან პრეტენზიები, მაგრამ მეგობრებო, თუ ღიად გაყიდულები და მიყიდულები არა ვართ და მგონი არიან ასეთი ხალხიც, დანარჩენი არაფერს არ ცვლის, ახლა მთავარია გვესმოდეს, რომ ძალა არის ერთობაში.

ჩვენ შარშან არჩევნებზე ერთი კანდიდატი რომ დაგვეყენებინა, უკვე იქნებოდა სხვა პრეზიდენტი თავიდანვე პირველ ტურში” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

სოციალისტი ახალგაზრდა და უმწიფარი, უცოდინარი (უცხოურ დიპლომიანებს ვგულისხმობ), გამოუცდელი რად გვინდა?! ხომ გვყავდით ამ ბოლო 30 წელიწადში ზოგი ერის წნამძღოლად, ზოგი მინისტრბად თქვენ პრეზიდენტად, რა ხეირიც ვნახეთ სახეზეა! კიდევ მერამდენე "კრუგზე" უშვებ ამ ახალგაზრდებს?! თუ ახალგაზრდებში გვარამიას, უდუმაშვილს, ვაშაძეს და მიშა მშვილდაძეს გულისხმობ?! )))
5 წლის უკან
Katana :))))
"ფეხი დამადგით,
გულზე დამადგით ფეხი ყოველმან,
წყალობა ჰყავით..."
---------
ფული არა მაქვსო:)
კიევში გაცნობილი მოსკოველი ნაშასთვის "პორშე კაიენის" საყიდელი ფული ხომ გაქვს?
5 წლის უკან