ქსნის მეთხუთმეტე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ინციდენტიც მოხდა. პატიმრების ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა ციხის დაცვის წარმომადგენელი ჯარისკაცი სცემეს. ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა. ინციდენტის მიზეზი პატიმრების ოჯახის წევრების ციხეში შეჭრის მცდელობა გახდა. დაზიანებული ჯარისკაცი ნოდარ საბიაშვილი დღეს დილით საავადმყოფოში გადაიოყვანეს. მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან დილიდან იყვნენ შეკრებილები. მათ პატიმრებმა ინფორმაცია მიაწოდეს, თითქოს ციხეში სპეცრაზმი გეგმავდა შესვლას. მსჯავრდებულთა ვარაუდი სასჯელაღსრულების სამინისტრომ უარყო, ადგილზე მისულმა საზოადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა კი ამის ალბათობა გამორიცხეს.