გახარია მთავრობის წევრებს - ყველა ვალდებულება დროულად და ეფექტურად უნდა იყოს შესრულებული

გახარია მთავრობის წევრებს - ყველა ვალდებულება დროულად და ეფექტურად უნდა იყოს შესრულებული

“მინდა გითხრათ ის პრინციპები, რომლებსაც ეყრდნობა 2020 წლის ბიუჯეტი. პირველ რიგში, ეს გახლავთ მოქალაქეზე ორიენტირებული, მოქალაქის მეტი შესაძლებლობების შექმნის და მოქალაქისადმი სოციალური პასუხისმგებლობის ბიუჯეტი“,- ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

გიორგი გახარიას თქით, მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა.

“ასევე, პრიორიტეტად რჩება ეკონომიკური განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტუქტურული პროექტები და ესეც, რა თქმა უნდა, ხელს უნდა უწყობდეს ჩვენი ეკონომიკის ეფექტიანობის ზრდას და რა თქმა უნდა, მესამე ძირითადი პრინციპი გახლავთ ბიუჯეტის ეფექტიანი მართვა. აქ ვერ იქნება ვერანაირი მოპრომისი. ამიტომ კოლეგოებო ყველა ის ძირითადი ვალებულება, რომელიც თქვენს სამინისტროებს გააჩნიათ ბიჯეტით უნდა იყოს შესრულებული დროულად და ეფექტიანად. გარდა ამისა, კიდევ ერთი კიტიკულად მნიშვნელოვანი პრინციპი ბიუროკრარტიული ხარჯების, როგორც მინიმუმ გაზრდა და იქ, სადაც ეს შესაძლებელია, ბიუროკრატიული ხარჯების ეფექტიანი მართვით შემცირება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.