უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი მამუკა ვასაძე მიიჩნევს, რომ ყოფილ პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე, ასევე ყოფილ პრემიერზე ვანო მერაბიშვილზე დაწყებულმა გამოძიებამ და დამდგარმა შედეგებმა პროკურატურის ნდობის ხარისხი გაზარდა.
მამუკა ვასაძეს, რომელიც ახლა მთავარი პროკურორის მოადგილეა, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მამუკა ჩიქოვანმა მიმართა, რომ დაესახელებინა ერთი საქმე, რომელმაც პროკურატურის ნდობის ხარისხი გაზარდა.
“არაერთი სისხლის სამართლის საქმე შემიძლია დაგისახელოთ, რომელიც გამოძიებული იქნა - ყოფილი პრეზიდენტის სისხლის სამართლის საქმეები, რომელზეც 4 სისხლის სამართლის საქმეა და აქედან 2-ზე განაჩენია დამდგარი, ყოფილი პრემიერის, ვაზაგაშვილის, რობაქიძის სისხლის სამართლის საქმე...“,- აღნიშნა მამუკა ვასაძემ.
მამუკა ჩიქივანი: ამით გაიზარდა პროკურატურის ნდობის ხარისხი?
მამუკა ვასაძე: მე ვფიქრობ, ეს ის სიახლის სამართლის საქმეებია, რომელიც გამოსაძიებელი იყო, იქნა გამოძიებული, შედეგი დადგა. სავარაუდოდ ამან ნდობის ხარისხი გაზარდა.
შეგახსენებთ, დღეს საკანონმდებლო ორგანოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მამუკა ვასაძეს უსმენენ, რომელიც ამჟამად მთავარი პროკურორის პირველი მოადგილეა.