როცა გათავისუფლდები პოლიტიკური წნეხისგან და დამოუკიდებელი იქნები, მერე მელაპარაკე“, - ასე უპასუხა ეკა ბესელიამ „იმედის“ ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა დეპუტატის მხრიდან დარტყმა სწორი საქციელი.
„არ ხარ ქართული ოცნების გავლენის ქვეშ? არ მაინტერესებს, შენს კითხვებს პასუხს არ ვცემ. როცა გათავისუფლდები ამ პოლიტიკური წნეხისგან და დამოუკიდებელი იქნები, მერე მელაპარაკე. თქვენ ტელეკომპანიაში საერთოდ ამკრძალეთ იმიტომ, რომ არ გინდათ ჩემი მოსაზრებები გაიგოთ. შენ რომ მოგაყენებენ ამ შეურაცხყოფას, მერე მაჩვენე როგორ უნდა მოვქცეულიყავი“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
შელაპარაკება დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის მოხდა, რის შემდეგაც ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს დაარტყა.
სხდომაზე დროებით შესვენება გამოცხადდა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მირანდა ერემაძეს უსმენდნენ.