ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია - ეკა ბესელია პარლამენტში მომხდარ სკანდალზე

ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია - ეკა ბესელია პარლამენტში მომხდარ სკანდალზე

ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, როგორც ჩანს ჩინჩალაძემ და მისმა კლანმა დაგეგმილად გამოუშვეს მათი მონა ზარდიაშვილი, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილთან დაპირისპირების შემდგომ განაცხადა.

ბესელია პირადად ბიძინა ივანიშვილს აკისრებს პასუხისმგებლობას იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნების“ სახედ ვანო ზარდიაშვილი იქცა.

“ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია. როგორც ჩანს ჩინჩალაძემ და მისმა კლანმა დაგეგმილად გამოუშვეს მათი მონა ზარდიაშვილი. როგორც კი შეხედეს, რომ მათი რჩეული მსაჯული რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, კითხვებს ვერ პასუხობდა და მის მიმართ მწვავე ბრალდებები ააშკარავებდა, ამ ყველაფრის გადასარჩენად შემოუშვეს “ქართული ოცნების“ სახედ რჩეული ზარდიაშვილი. ამაზე პასუხისმგებლობას, რომ “ქართული ოცნების“ სახელით ზარდიაშვილი ლაპარაკობს პასუხისმგებლობას პირადად ბიძინა ივანიშვილს ვაკისრებ. ამ არარაობასთან არანაირი საქმე არ მაქვს მაგრამ არ ვაპირებ მისი შეურაცხყოფები გავატარო“, - განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს მირანდა ირემაძეს უსმენენ, დაპირისპირება მოხდა. სხდომაზე ერთმანეთს ეკა ბესელია და ვანო ზარდიაშვილი დაუპირისპირდნენ, კონფლიქტი დაიწყო ზარდიაშვილის გამონათქვამის გამო, რამაც ბესელია წყობიდან გამოიყვანა და ზარდიაშვილს ხელი გაარტყა.

tngh რით ვერ ინელებთ, ქ-ნო ეკა მათიკაშვილის და ზარდიაშვილის წარმატებებს??? იმიტომ ხომ არა, რომ თქვენზე არა ნაკლები პროფესიონალი იურისტები არიან???
5 წლის უკან
tngh რით ვერ ინელებთ, ქ-ნო ეკა მათიკაშვილის და ზარდიაშვილის წარმატებებს??? იმიტომ ხომ არა, რომ თქვენზე არა ნაკლები პროფესიონალი იურისტები არიან???
5 წლის უკან
Katana . მე არ ვიცნობ, მაგრამ ვინც ვანო ზარდიაშვილს გულშემატკივრობთ, ალბათ იცით, რომ ის, როგორც ზურაბ ადეიშვილის მრჩეველი 2004 - 2006 წლებში, კარგ რჩევებს აძლევდა გენერალურ პროკურორს... რაზეც იმდროინდელი საქმეები მეტყველებს!
5 წლის უკან