წყალწყალა, არაფრის მთქმელი გამოსვლა. იმითაც კმაყოფილი უნდა ვიყოთ, რომ სკანდალური არაფერი უთქვამს,- ასე ეხმაურება ენმ-ს წევრი, რომან გოცირიძე გაეროში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას.
„პრეზიდენტი ზურაბიშვილი გაეროში გლობალური დარდებით გამოვიდა და რუსეთი არცერთხელ უხსენებია.
გაკვრით ისაუბრა აგვისტოს ომზე, ოკუპაციაზე, მაგრამ ვერ გაბედა ეხსენებინა ოკუპანტის სახელი ( რუსეთი მხოლოდ ”რუსი ტურისტების” ზრდის კონტექსტში ახსენა).
წყალწყალა, არაფრის მთქმელი გამოსვლა. იმითაც კმაყოფილი უნდა ვიყოთ, რომ სკანდალური არაფერი უთქვამს. დაწერილ ტექსტში ეს საფრთხე ავიცილეთ, აი, ზეპირ კომენტარებში რა მოხდება, არ ვიცით.
ჩამოდი, ქ-ნო სალომე დროზე“, - წერს facebook-ზე რომან გოცირიძე.