ჩუღურეთის რაიონში, აგარის ქუჩაზე, 265 მეტრზე ბორდიურების მოწყობა ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
„აგარის ქუჩის მოწყობის ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. გასულ თვეში ასფალტის საფარი დაიგო. ამ დროისთვის კი ბორდიურები ეწყობა. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ექნება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ, მოწესრიგდა მიმდებარე ქუჩებიც“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძე.
სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს.