ლევან ლორთქიფანიძე:  რა მისია შეასრულე? ან რატომ მოხვედი? ან სად მიდიხარ? ჯერ პიროვნება უნდა იყო,თანამდებობა რომ დაიკავო

ლევან ლორთქიფანიძე: რა მისია შეასრულე? ან რატომ მოხვედი? ან სად მიდიხარ? ჯერ პიროვნება უნდა იყო,თანამდებობა რომ დაიკავო

 

რა მისია შეასრულე? ან რატომ მოხვედი? ან სად მიდიხარ? ჯერ პიროვნება უნდა იყო, თანამდებობა რომ დაიკავო - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში მემარცხენე აქტივისტი ლევან ლორთქიფანიძე, მამუკა ბახტაძის თანამდებობის დატოვებას.

“რაღაც ღირსება ხომ უნდა გქონდეს ადამიანს! სასაცილოდ ჰყავდა მთელ ქვეყანას აგდებული, საკუთარ გუნდშიც კი არავინ არაფრად აგდებდა და არაფერი გაუკეთებია!

რა მისია შეასრულე? ან რატომ მოხვედი? ან სად მიდიხარ? ჯერ პიროვნება უნდა იყო, თანამდებობა რომ დაიკავო”. - წერს ლევან ლორთქიფანიძე.

შეგახსენებთ,  პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თანამდებობა რამდენიმე წუთის წინ  დატოვა, მან ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

სოციალისტი დღეს ყურადღებით ვუსმინე ჟურნალისტების შეხვედრის რეპორტაჟს აწ უკვე ყოფილი პრემიერთან. ბევრ საკითხს ნთელი მოეფინა. ბევრ ჩემთვის საინტერესო კითხვასაც გაეცა პასუხი. ძალიან კარგი, მოაზროვნე, მცოდნე, გაწონასწორებული პრემიერი გვყავდა. ასეთ სამშობლოზე გულწრფელად შეყვარებულ, მართალ, თვითმყოფად, საკუთარი და სხვისი ღირსების პატვისმცემელ პიროვნებას სანთლით რომ ეძებო მეორეს ვერ იპოვი დღევანდელ საქართველოში! ასევე ვიზიარებ ბატონი ბონდო მძინარაშვილის გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ბახტაძემ არ ისურვა მონაწილეობა მიეღო წინასაარჩევნო პოლიტიკურ კამპანიაში, რომელიც როგორც მოსალოდნელია უზომოდ აგრესიული და ბინძური იქნება!
5 წლის უკან
სოციალისტი რაც შეეხება სურათზე გამოსახულ ლევან ლორთქიფანიძეს მაგისგან კაცი არ გამოვა! დაიმახსოვრეთ ჩემი ნათქვამი, თუ საშუალება ექნება ისე არევს და დააპირისპირებს ქვეყანას თვალსაც არ დაახამხამებს!
5 წლის უკან