ჩუღურეთის რაიონში, ჩეჩელაშვილის N11-ში გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა. ამ ეტაპზე, ბეტონის ჩასხმის სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე პროცესს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო. აღნიშნულ მისამართზე სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „2 ჯზ“ ასრულებს და მისი ღირებულება 116 000 ლარია. მსგავსი სამუშაოები, პარალელურად, კიდევ ხუთ მისამართზე მიმდინარეობს.