გამომცემლობა „ზებრა“ 18 აგვისტოს 15:30 სთ-ზე ბათუმში ჟირაფის ჟოზეს შესახებ ახალი წიგნების პრეზენტაციას გამართავს. წიგნი სათამაშო - ასე ჰქვია სერიას, რომელიც „ზებრამ“ ახლახან გამოსცა. წიგნებს ნამდვილი სათამაშოს ფორმა აქვს და ბევრი სახალისო ლექსია ჟოზეს სამყაროდან. ამას გარდა, გამომცემლობა „ზებრა“ ბათუმის მცხოვრებლებსა და სტუმრებს სხვა წიგნებსაც შესთავაზებს.
ღონისძიებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ისიც, რომ ჟირაფი ჟოზე პირველად ესტუმრება ბათუმს და ახალ წიგნებს პატარებს პირადად წარუდგენს. ბავშვები ჟოზესთან ერთად
ღონისძიებას მაღაზია „წიგნები ბათუმში“ უმასპინძლებს, რომელიც საგანგებოდ ემზადება ჟოზეს დასახვედრად.
გამომცემლობა „ზებრამ“ ჟირაფი ჟოზეს შესახებ უვე 13 წიგნი გამოსცა და თავს უყრის გასაფერადებლებს, დასაკრავებიან ალბომებებს, ინგლისურ-ქართულ ლექსიკონს, მრავალმხრივი აქტივობებისა და მუყაოსგან დამზადებულ შემეცნებით წიგნებს. თითოეული მათგანი ითვალისწინებს პატარების ასაკს, შესაძლებლობასა და ინტერესს, შესაბამისად, ხელს უწყობს მათ გონებრივ, მოტორულ და ინტელექტუალურ განვითარებას.
ღონისძიებას გამომცემლობა „ზებრას“ ხელმძღვანელი მაკა კასრაძე წარუძღვება.