სახურავის ფერის შერჩევა, რა თქმა უნდა, მომხმარებლის გემოვნების ამბავია, ისევე როგორც ფორმისა და ფაქტურისა. არჩევანი კი, მართლაც, დიდია, მით უფრო, თუკი გსურთ, სახურავის მასალად მეტალოკრამიტი გამოიყენოთ. მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანი მაინც არაპრეტენზიულ ფერებს ამჯობინებს, რომლებიც, მათი აზრით, ნაკლებ სავარაუდოა, ატმოსფერული ნალექებისა და მზის სხივების ზემოქმედების შედეგად გახუნდეს.
მაინც რა უნდა ვიცოდეთ სახურავის ფერის შერჩევისას?
სპეციალისტები გვაფრთხილებენ:
თანამედროვე ტექნოლოგიების მიუხედავად, მეტალოკრამიტის ერთსა და იმავე ფერის ფურცლებს შესაძლოა, განსხვავებული შეფერილობა ჰქონდეს. მაგალითად, ფურცლებზე მითითებული იყოს ფერის ერთი და იგივე ნომერი, მაგრამ შეუიარაღებელი თვალთაც ჩანდეს, რომ ფერი ზუსტად ერთი და იგივე არ არის.
ასეთ პრობლემას რომ არ წააწყდეთ, სპეცლისტები გირჩევენ, თქვენი სახლის გადასახურად საჭირო რაოდენობა ერთსა და იმავე მაღაზიაში და ერთი პარტიიდან შეიძინოთ!
სახურავის ფერების შერჩევაზე კი, როგორც აღმოჩნდა, უმეტეს შემთხვევაში შემდეგი ფაქტორები ახდენს გავლენას:
1) უნდა გაითვალისწინოთ, რომ ატმოსფერული ნალექების და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად, უფრო სავარაუდოა, შედარებით მუქი ფერები გახუნდეს, მაშინ როცა ღია ფერები ასეთი ზემოქმედების მიმარტ უფრო ამტანია;
2) იმ შემთხვევაში, თუკი მეტალიკრამიტი ხარისხიანია, ფერი რომც შეიცვალოს, ეს თანაბრად, მთელს სახურავზე გავრცელდება და თანაც თვალისთვის შეუმჩნეველი დარჩება; ამ შემთხვევაში სახურავის დეკორატიულობა, რა თქმა უნდა, არ დაზარალდება;
თუკი მასალა დაბალხარისხიანია, არ უნდა გქონდეთ იმის მოლოდინი, რომ სახურავი ფერს არ შეიცლის. ეს გარკვეული პერიოდის შემდეგ აუცილებლად მოხდება და თანაც შეიძლება, მთელი ზედაპირი ლაქებად აჭრელდეს.
ახლა კი იმის შესახებ, თუ რომელი ფერებია ყველაზე მოთხოვნადი ადგილობრივ ბაზარზე:
პირველი ადგილზეა - მუქი წითელი ფერის მეტალოკრამიტი;
მეორე ადგილზეა - ყავისფერ-შოკოლდისფერი მეტალოკრამიტი:
მესამე ადგილზეა - მწვანე ფერი.
თუ გავითვალისწინებთ, რომ „სპილენძის სახურავები“ ყოველთვის მოდური და ლამაზია, თუმცა - ძალიან ძვირი, ბევრი მომხმარებელი სპილენძისფერ მეტალოკრამიტსაც ირჩევს საკუტარი სახლის გადასახურად.